მატჩები ნაკრების მაშინდელმა ფეხბურთელებმა გაიხსენეს, რომელთა კომენტარები უცნაურად მოგეჩვენებათ - რუსები სტუმრობას თბილად კი იხსენებენ, მაგრამ დღემდე ფიქრობენ, რომ
პირველ მატჩზე ვლადიმირ ბესჩასტნიხმა ილაპარაკა: "ეს იყო ზეიმი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხს დიდი ფეხბურთი მოენატრა და სტადიონი შეივსო. საქართველოში მძიმე დრო იდგა, ბევრ ქალაქში არ ჰქონდათ შუქი, ქუჩებში ბნელოდა, მაგრამ ჩვენ ძალიან თბილად დაგვხვდნენ. მოვიდნენ ნაცნობები, რომლებთან გასაუბრებაც სასიამოვნო იყო. ნაკრები კი ძლიერი ჰყავდათ - არველაძე, ქინქლაძე, ჯანაშია... სამწუხაროდ, მეორე ტაიმში მასპინძელთა შევიწროება ვერ შევძელით."
2003 წელს წაგებული შეხვედრა კი ეგორ ტიტოვმა გაიხსენა: "იმ დროს საქართველოში პოლიტიკური ვნებები არ იგრძნობოდა და ყველაფერი გულწრფელი იყო, ქვეტექსტების გარეშე. მაშინ მათ ნაკრებში კალაძე თამაშობდა, რომლის გვარიც მთელს ევროაპაში ქუხდა და მეც პატივისცემით ვუყურებდი. სწრაფი გოლი გავუშვით და თამაში ვერაფრით დავალაგეთ. შესვენებაზე ვალერი გაზაევმა რამდენიმე ფეხბურთელს შორის ისე უხეშად გაიარა, მე და დიმიტრი ალენიჩევი ერთმანეთს გაოგნებული ვუყურებდით.
მატჩის შემდეგ კი ავიდა ავტობუსში, უხმოდ დაჯდა, ვერავის ამჩნევდა და ერთ ადგილს უმზერდა. შეგვეცოდა, ჩვენც ძალიან გულდაწყვეტილები ვიყავით. მაშინ საქართველოს ნაკრებს სერიოზულ მეტოქედ არავინ აღიქვამდა და წაგება ძალიან მტკივნეული გამოდგა."
ეს წარსულია და იქნებ აღაც არის საინტერესო, მაგრამ ახლაც დაახლოებითი მსგავსი ვითარებაა: მიუხედავად შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების კარგი სტარტისა, ხორვატები თბილისში მოსაგებად მოდიან და სერიოზულ მეტოქედ მაინც არ მიგვიჩნევენ. ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ 26 მარტს მატჩის შემდეგ ხორვატების მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩიც ავტობუსში გაზაევივით უხმოდ იჯდება და ერთ ადგილს მიაჩერდება.
.