დაჯდება ბილიჩი ავტობუსში უხმოდ?

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრები დღეს ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდს ხვდება. მატჩამდე "სოვეტსკი სპორტმა" საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ნაკრების კავკასიური შეხვედრები გაიხსენა და აღმოჩნდა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსებმა წააგეს - 1998 წლის 30 მაისის ამხანაგური შეხვედრა 1:1 დასრულდა, 2003 წლის 30 აპრილს კი მალხაზ ასათიანის გოლით 1:0 მოვიგეთ. სომხებთან 1999 წელს 3:0 მოიგეს, 2009 წელს კი ბაქოში აზერბაიჯანელებს დაუზავდნენ - 1:1.

მატჩები ნაკრების მაშინდელმა ფეხბურთელებმა გაიხსენეს, რომელთა კომენტარები უცნაურად მოგეჩვენებათ - რუსები სტუმრობას თბილად კი იხსენებენ, მაგრამ დღემდე ფიქრობენ, რომ
მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია და რომ ინგლისის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებების საქართველოში ჩამოსვლის მიუხედავად, დიდი ფეხბურთი რუსეთის ნაკრების სტუმრობამ დაგვიბრუნა.

პირველ მატჩზე ვლადიმირ ბესჩასტნიხმა ილაპარაკა: "ეს იყო ზეიმი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხს დიდი ფეხბურთი მოენატრა და სტადიონი შეივსო. საქართველოში მძიმე დრო იდგა, ბევრ ქალაქში არ ჰქონდათ შუქი, ქუჩებში ბნელოდა, მაგრამ ჩვენ ძალიან თბილად დაგვხვდნენ. მოვიდნენ ნაცნობები, რომლებთან გასაუბრებაც სასიამოვნო იყო. ნაკრები კი ძლიერი ჰყავდათ - არველაძე, ქინქლაძე, ჯანაშია... სამწუხაროდ, მეორე ტაიმში მასპინძელთა შევიწროება ვერ შევძელით."

2003 წელს წაგებული შეხვედრა კი ეგორ ტიტოვმა გაიხსენა: "იმ დროს საქართველოში პოლიტიკური ვნებები არ იგრძნობოდა და ყველაფერი გულწრფელი იყო, ქვეტექსტების გარეშე. მაშინ მათ ნაკრებში კალაძე თამაშობდა, რომლის გვარიც მთელს ევროაპაში ქუხდა და მეც პატივისცემით ვუყურებდი. სწრაფი გოლი გავუშვით და თამაში ვერაფრით დავალაგეთ. შესვენებაზე ვალერი გაზაევმა რამდენიმე ფეხბურთელს შორის ისე უხეშად გაიარა, მე და დიმიტრი ალენიჩევი ერთმანეთს გაოგნებული ვუყურებდით.

მატჩის შემდეგ კი ავიდა ავტობუსში, უხმოდ დაჯდა, ვერავის ამჩნევდა და ერთ ადგილს უმზერდა. შეგვეცოდა, ჩვენც ძალიან გულდაწყვეტილები ვიყავით. მაშინ საქართველოს ნაკრებს სერიოზულ მეტოქედ არავინ აღიქვამდა და წაგება ძალიან მტკივნეული გამოდგა."

ეს წარსულია და იქნებ აღაც არის საინტერესო, მაგრამ ახლაც დაახლოებითი მსგავსი ვითარებაა: მიუხედავად შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების კარგი სტარტისა, ხორვატები თბილისში მოსაგებად მოდიან და სერიოზულ მეტოქედ მაინც არ მიგვიჩნევენ. ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ 26 მარტს მატჩის შემდეგ ხორვატების მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩიც ავტობუსში გაზაევივით უხმოდ იჯდება და ერთ ადგილს მიაჩერდება.






.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა უფალო!გენაცვალეთ ქართველებო !!!
paatakopala
23:41 26-03-2011
0
მთავარია სხვაგან არ დაჯდეს და...
REzIA Robakidze
23:30 26-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული