დღეს საქართველო ”ეროვნულზე” ხორვატიას მასპინძლობს

AutoSharing Option
დღეს, 21:00 სთ-ზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს ხორვატიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. შეხვედრას იტალიელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის - მთავარი მსაჯი პაოლო ტალიავენტოა, ასისტენტები კი ლუკა მაჯიანო, ნიკოლა ნიკოლეტი არიან. მეოთხე მსაჯი პაოლო ვალერია. მატჩის პირდაპირ ტრანსლიაცია საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში, ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ჩვენი დღევანდელი მეტოქე ხორვატიის ეროვნული გუნდი კი 10 ქულით ჯგუფის ლიდერია.

საქართველო
მეკარეები:
გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი");
მცველები: ლაშა სალუქვაძე ("ვოლგა", რუსეთი), აკაკი ხუბუტია ("გაზ მეთანი", რუმინეთი), კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), კახა ალადაშვილი ("ზესტაფონი"), ალეკო ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი", ინგლისი), გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი");
ნახევარმცველები: გოგიტა გოგუა ("ვოლგა", რუსეთი), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო");
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი ("მაკაბი" ჰაიფა, ისრაელი), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), დავით სირაძე ("სპარტაკი" ნალჩიკი, რუსეთი), ოთარ მარცვალაძე ("ვოლგა", რუსეთი), ირაკლი მოდებაძე ("ოლიმპი"), ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი").

ხორვატია
მეკარეები: ვედრან რუნიე ("ლანსი", საფრანგეთი), სტიპე პლეტიკოშა ("ტოტენჰემი", ინგლისი), დანიელ სუბაშიჩი ("ჰაიდუკი");
მცველები: დარიო სრნა ("შახტარი", უკრაინა), დეიან ლოვრენი ("ლიონი", საფრანგეთი), იოსიპ შიმუნიჩი ("ჰოფენჰაიმი", გერმანია), დანიელ პრანიჩი ("ბაიერნი", გერმანია), ივან სტრინიჩი ("დნიპრო", უკრაინა), გორდონ შინდენფელდი ("შტურმი", ავსტრია), ვედრან ჩორლუკა ("ტოტენჰემი", ინგლისი);
ნახევარმცველები: ოგნიენ ვუკოევიჩი ("დინამო" კიევი, უკრაინა), ლუკა მოდრიჩი, ნიკო კრანჩარი (ორივე - "ტოტენჰემი", ინგლისი), ივან რაკიტიჩი ("სევილია", ესპანეთი), ტომისლავ დუიმოვიჩი ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), მილან ბადელი ("დინამო" ზაგრები), ივან პერიშიჩი ("ბრიუგე", ბელგია), ივო ილიჩევიჩი ("კაიზერსლაუტერნი", გერმანია);
თავდამსხმელები: მლადენ პეტრიჩი ("ჰამბურგი", გერმანია), ნიკოლა კალინიჩი ("ბლექბერნი", ინგლისი), ნიკიცა იელავიჩი ("გლაზგო რეინჯერსი", შოტლანდია), მარიო მანძუკიჩი ("ვოლფსბურგი", გერმანია).


F ჯგუფი
1 ხორვატია 4 3 1 0 8-1 10
2 საბერძნეთი 4 2 2 0 4-2 8
3 საქართველო 4 1 3 0 3-2 6
4 ისრაელი 4 1 1 2 5-5 4
5 ლატვია 4 1 1 2 3-5 4
6 მალტა 4 0 0 4 1-9 0

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბიჭებოო თქვენ გენაცვალეთ, რამხელა სიხარული გვაჩუქეთ...უცხოეთში ვარ და წარმომიდგენია რა ხდება ეხლა თბილისში...თბილისში მინდაააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!
dato
23:00 26-03-2011
0
მოვიგეეეეეეეეეეეეეეეეეეთ. საღოლ ბიჭებს, მაგრად იბრძოლეს, ბოლომდე. საღოლ ქეცბაიას რო ბრძოლა ასწავლა (და არა მარტო ბრძოლა). ყველაზე დიდი გამარჯვება ჩვენი ნაკრების აქამდე. გილოცავთ
REzIA Robakidze
23:02 26-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული