- მატჩზე რას იტყოდი?
- დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, ვინც თამაშამდეც და თამაშის მსვლელობისასაც გულიანად გვამხნევებდა. მათმა თანადგომამ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა იმ ხალხსაც, ვინც მატჩისთვის კარგად მომზადების პირობები შეგვიქმნა. ასეთი ლამაზი წუთები ჩემი
- სატურნიროდ პრინციპული შეხვედრა საქართველოს ნაკრებს არასოდეს მოუგია. მეორე ტაიმში გუნდმა შიში დასძლია და ძლიერ მეტოქეს თამამად შეუტია.
- გეთანხმებით, პირველ ტაიმში მეტოქის მეტი რიდი გვქონდა. აქედან გამომდინარე, ცოტა შებოჭილებიც ვთამაშობდით. ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ქეცბაიას მიერ განხორციელებული შეცვლები.
მოედანზე უფრო სწრაფი ფეხბურთელები შემოვიდნენ და ბურთი დავიჭირეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტი იყო, რადგან ხორვატებს ჩვენი ძალა ვაგრძნობინეთ და ფრთხილად დაიწყეს თამაში. რა თქმა უნდა, გოლის გატანისას გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ გამართლება შემთხვევით არ მოდის - ვიომეთ, ვიბრძოლეთ და წარმატებასაც მივაღწიეთ.
- საქართველო შესარჩევი ციკლის ლიდერებში მხოლოდ თექვსმეტი წლის წინ იყო.
- კარგია, ასეთი პრინციპული შეხვედრა რომ მოვიგეთ, მაგრამ სამშაბათს ისრაელთან არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, რომელიც ჯგუფში გუნდების განლაგებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
.