ლევან კობიაშვილი: ვიფიქროთ ისრაელზე!

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი 16 წლის იყო, როდესაც საქართველოს უმაღლეს ლიგაში ითამაშა, ანუ დიდ ფეხბუთში 18 წელია, თამაშობს, მაგრამ მას არასოდეს დაავიწყდება 26 მარტი, როდესაც კარიერაში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა: ოთარ მარცვალაძის ჩაწოდებული ბურთი ხორვატების კარში შეუჩერებლივ გააგზავნა და მერე რაც მოხდა, ჩვენი გონებიდან არ ამოდის - მთელი საქართველო გადაირია!

- მატჩზე რას იტყოდი?
- დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, ვინც თამაშამდეც და თამაშის მსვლელობისასაც გულიანად გვამხნევებდა. მათმა თანადგომამ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა იმ ხალხსაც, ვინც მატჩისთვის კარგად მომზადების პირობები შეგვიქმნა. ასეთი ლამაზი წუთები ჩემი
კარიერიდან თითქმის არ მახსენდება. ბედნიერი ადამიანი ვარ არა მხოლოდ იმიტომ, რომ გადამწვეტი გოლი გავიტანე, არამედ იმიტომაც, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და მიხარია, ხალხს დიდი სიხარული რომ მივანიჭეთ.

- სატურნიროდ პრინციპული შეხვედრა საქართველოს ნაკრებს არასოდეს მოუგია. მეორე ტაიმში გუნდმა შიში დასძლია და ძლიერ მეტოქეს თამამად შეუტია.
- გეთანხმებით, პირველ ტაიმში მეტოქის მეტი რიდი გვქონდა. აქედან გამომდინარე, ცოტა შებოჭილებიც ვთამაშობდით. ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ქეცბაიას მიერ განხორციელებული შეცვლები.

მოედანზე უფრო სწრაფი ფეხბურთელები შემოვიდნენ და ბურთი დავიჭირეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტი იყო, რადგან ხორვატებს ჩვენი ძალა ვაგრძნობინეთ და ფრთხილად დაიწყეს თამაში. რა თქმა უნდა, გოლის გატანისას გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ გამართლება შემთხვევით არ მოდის - ვიომეთ, ვიბრძოლეთ და წარმატებასაც მივაღწიეთ.

- საქართველო შესარჩევი ციკლის ლიდერებში მხოლოდ თექვსმეტი წლის წინ იყო.
- კარგია, ასეთი პრინციპული შეხვედრა რომ მოვიგეთ, მაგრამ სამშაბათს ისრაელთან არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, რომელიც ჯგუფში გუნდების განლაგებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.






.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გმერთი იყოს თქვენი მპარველი ბიჭებო გახსოვდეთ მილიონობით ქართველი თქვენთან ერთად იქნება მთელლი სულითა და გულით. დაე მოხდეს რაც მოსახდენია და ახლა ჩვენი დრო მოვიდა. გპარავდეთ და გეწეოდეთ მაგალი უფალი!!!
zhilina
12:22 28-03-2011
0
ქეცბაიაში ქართული გენია! აღარ გვინდა გაბღენზილი უცხოტომელები. ქეცბაიას კი, მოგება იქნება, თუ წაგება, უნდა დიდი დრო მივცეთ ფერგიუსონივით და მისი სიჯიუტე შედეგს აუცილებლად მოგვიტანს!
giorgi
13:41 28-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული