დავით სირაძე: ისრაელთანაც ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ხორვატიასთან

AutoSharing Option
- ეს ჩემს კარიერაში უბედნიერესი დღე იყო. ასეთ გამარჯვებაზე ყველა ჩვენგანი ოცნებობდა. ფეხბურთელის კარიერა არაფრად ღირს, მაყურებელი თუ არ გაახარა. ასეთი ბედნიერი ქართველი გულშემატკივარი კი მე არ მახსენდება. ახლა გამიჩნდა იმედი, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია და შემდეგ შეხვედრებსაც ასეთ სავსე სტადიონზე ჩავატარებთ.

- ძალიან ცუდი კალენდარი გვაქვს, ისრაელთან შეხვედრამდე ძალების აღდგენაც ძნელი იქნება.
- კალენდარი მართლაც არახელსაყრელია, მაგრამ სხვა რა გზაა, ისევე ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ხორვატიასთან.

- რას არ ნახავ კაცი: ორი წლის წინ თამაშებს ვერ ვიგებდით, ახლა კი
საქართველო ჯგუფის ლიდერია.

- ეს თემურ ქეცბაიას, ჩვენი ბიჭებისა და იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც გვამხნევებდნენ. ვერ წარმოიდგენთ, სავსე ეროვნულ სტადიონზე თამაში რამხელა სიამოვნებაა - ძალას გვმატებდნენ.

- გულწრფელად თქვი, გამარჯვებას ელოდი?
- ჩვენ დაშლილი და დემორალიზებული ნაკრები გვყავდა და კარგად მესმის, ამის შემდეგ დაუჯერებლად ჟღერს, რომ ხორვატებთან მოგებაზე ვფიქრობდით, მაგრამ ჩვენი წარმატების მართლა გვჯეროდა. ქეცბაიამ ჩვენი ფსიქოლოგიის შეცვლა მოახერხა და გამარჯვების რწმენა დაგვიბრუნდა. თავადაც ხედავთ, რომ შეკრული გუნდი ვართ, ყველა ვიბრძვით, ფეხბურთი კი იღბალიცაა და თუ ის არ გაქვს, ვერასდროს მოიგებ.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული