ალბანელებმა მე-15, 55-ე და 65-ე წუთებზე გაიტანეს და 3:0 დაწინაურდნენ. მეტოქის კარში ერთად-ერთი გოლი მახაჩყალის "ანჟის" თავდამსხმელმა გიორგი ილურიძემ 73-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გაიტანა.
საქართველო: მაკარიძე - კანდელაკი, კაკუბავა, ხოჭოლავა (46. კობახიძე), ოთარაშვილი (46. ი. კვეკვესკირი) - თარხნიშვილი (46. შარაშენიძე), ნ. კვეკვესკირი (46. აფაქიძე), ძალამიძე (46. კაკულია), ოქრიაშვილი (46. ილურიძე) - ჭანტურია (46. თექთურმანიძე), შეყილაძე (46. ლემონჯავა).
მეორე მატჩში ისრაელი რუმინეთს დაუზავდა - 1:1.
ბოლო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 29 მარტს რუმინეთთან ჩაატარებს.