არის თუ არა საქართველო კავკასია?

AutoSharing Option
ფორუმი საინტერესო რამაა: გულშემატკივარი ალალია, დიპლომატია და ფარისევლობა არ ახასიათებს, კომპიუტერის ეკრანს ამოფარებული კი არც აზრებს ფარავს, არც სიხარულს, ტკივილს და ბოღმას, რომელიც პოლიტიკურ ვნებებსაც ასახავს.

საქართველო-ხორვატიის შეხვედრის დაწყებამდე რუსულ ვებპორტალ “ჩემპიონატ-რუზე” პროგნოზებს აკეთებდნენ. გამარჯვების ჩვენ არ გვჯეროდა და, ცხადია, რუსების სკეპტიციზმიც არ გაგვკვირვებია: 0:4, 0:2, 1:5, 1:3 ივარაუდეს და ეს პროგნოზები სურვილს უფრო ჰგავდა.

“უფროსი ძმების” სურვილები ასეთი გახლდათ: “წარმატება ხორვატებო!”, “წინ სლავებო!”, “ქართველები წაუგებელ სერიას დაასრულებენ - 0:4!”. აქა-იქ ქართველი გულშემატკივართა იმედიანი ფრაზებიც იყო: “რთული მატჩი იქნება, იღბლის
იმედად ვართ” და მსგავსი.

“ესტონელი ვარ და ვიმყოფები თბილისში, სადაც შეხვედრამ უჩვეულო აჟიოტაჟი გამოიწვია. ახლახან გაიარა ასაკოვანმა კაცმა, რომელსაც სახე ქართული დროშის ფერებით ჰქონდა მოხატული. გასაოცარი ატმოსფეროა”.

“ჯანოს ვუქომაგებ, მაგრამ ხორვატები 3:1-ს მოიგებენ”.

“ლევან ყენია ძალიან მომწონდა და რატომ არ თამაშობს?!”

“მიდი ჩემო საქართველო!”.

““სლავებო წინ” რასიზმია! აქ გულშემატკივრები იკრიბებიან თუ რასისტები? რუსეთმა ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიას რომ მოუგო, ბევრი ქართველი გქომაგობდათ, თქვენ კი კანის ფერზე ლაპარაკით ტვინს ბურღავთ”.

“ხორვატებს ბევრად უკეთესი შემადგენლობა ჰყავთ”.

“ოსეთში თამაშს თანამგზავრით ვუყურებ. საქართველოში მალე საცხოვრებლად ჩამოვალ. ძმებო ქართველებო, არ მჯერა, მაგრამ მაინც გამარჯვებას გისურვებთ”.

“თამაშობს ერთადერთი კავკასიური ქვეყნის გუნდი, რომელსაც ვგულშემატკივრობ - წინ საქართველო!”.

“საქართველო კავკასიაა?!”

“ერთი შენი ისტორიის მასწავლებელი მაჩვენა... ბევრს გინდათ, საქართველო არ იყოს, მაგრამ ვერ მოესწრებით! საქართველო კავკასიის სახეა!”

“ხორვატებო, დროა გაიტანოთ”.

“მიაწექით, გაგუდეთ საქართველო”.

“ყველაზე გამტანი ნაკრები საქართველოს ვერაფერს უხერხებს. სამწუხაროა”.

“გოოოოოოოოოოოოოოლ!!!!!!!!!!!!! გავიტანეთ!!!!!!!!!!”

“ნახე, ქართველები რა დღეში არიან?!”

“ეს ნაკრები იყო, “უემბლიზე” ინგლისი რომ გაანადგურა?!”

“შეხვედრის ბედი ვოლგელებმა გადაწყვიტეს. მარცვალაძე სუპერფორვარდია! ოთარ, გელოდებით გუნდში”.

“ამ შეხვედრის გარდა, ყველა შედეგი დავსვი”.

“ყოჩაღ ქართველებო! მიხარია თქვენი წარმატება!”

“გილოცავთ, საქართველო ძლიერ ნაკრებს აყალიბებს”.

“რა გიხარიათ, ჩვენი ძმები აგებენ”.

“მხეცებს ზეიმი აქვთ”.

“თუ პოსტსაბჭოეთში გავლენის დაკარგვა არ გვსურს, ქართველებს უნდა ვუქომაგოთ. ქართველები ჩვენი მტრები კი არა, ძმები არიან, ჩვენთან ერთად ომობდნენ. ხორვატები კი ბარიკადის მეორე მხარეს იდგნენ. ეს ყველაფერი უნდა გახსოვდეთ. ბოლოს და ბოლოს, ერთი სარწმუნოება გვაქვს.”.

“ქართველებო გილოცავთ, მეგობრებო, შეფასებაში უფრო ადეკვატურები ვიყოთ. ქართველებმა ხორვატებზე უკეთ ითამაშეს”.

“სომხეთიდან გწერთ, მაგრამ გილოცავთ, მიხარია თქვენი წარმატება. ერევანში რუსებს ვხვდებოდით, თორემ თბილისში ჩამოვიდოდი და გიქომაგებდით. წარმატებები ისრაელში”.

“დღეს საკაბელოზე ქართული ფილმი აჩვენეს... ეეჰ, მომენატრეთ ქართველებო!”

“გილოცავთ! კიევის “დინამოს” გულშემატკივრები”.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული