ქეცბაია უკვე რევანშზე ფიქრობს

AutoSharing Option
- ხორვატიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ბიჭებმა ძალების აღდგენა ვეღარ მოასწრეს და სწორედ ამის ბრალი იყო, დღეს ფიზიკურად კარგად რომ ვერ გამოიყურებოდნენ. მარცხის მიუხედავად, ჩემს ფეხბურთელებს თავდადებისთვის მადლობას ვეტყვი.

ეს მატჩშიც დაცვიდან დავიწყეთ და სანამ იმ საბედისწერო შეცდომას დავუშვებდით, ჩვენი გეგმა კარგად მუშაობდა. შემდეგ მთელი ძალებით შეტევაში გადავედით და მეორე ტაიმში საკმაოდ ხარისხიანად ვითამაშეთ, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მარცხის მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის შანსებს ვინარჩუნებთ და მის გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით.

- რამდენად დიდია ამ შედეგში ფერნანდესის წვლილი?
- უდიდესია. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელი
იყო და სამწვრთნელო ნიჭიც აშკარად აქვს.

- ისრაელის ნაკრების თამაშში თქვენთვის მოულოდნელი რამ ხომ არ შეგინიშნავთ?
- სიურპრიზი არ ყოფილა, ვიცოდი, რომ ისრაელი შინ ძლიერია და ასე იყო დღესაც.

- ისრაელს მიმ
დინარე შესარჩევ ციკლში მეორედ შეხვდით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ფერნანდესმა უკეთ შეისწავლა თქვენი გუნდი, ვიდრე თქვენ ისრაელი?
- არა, უბრალოდ, ჩვენ მეტი შეცდომა დავუშვით და აქ მეტოქეზე ინფორმაციის ქონა-არქონა არაფერ შუაშია.

- თუ აქვს საქართველოს ნაკრებს შემადგენლობის გაძლიერების რეზერვი?
- შანსი ყველა კანდიდატს მივეცით და ყველამ ნახა, ვის რა შეუძლია. დიდი რესურსი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ძიებას გავაგრძელებთ.

დასასრულს ქეცბაიამ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის ნაკრებს კიდევ შეხვდება და რევანშის შანსი მიეცემა.


ლევან ჯანეზაშვილი ისრაელიდან





.
მკითხველის კომენტარები / 13 /
არც ადრე ვიყავით კარგ ფიზიკურ ფორმაში.ეს თემომაც არაერთხელ აღნიშნა. ამას დაემატა დაღლილობა და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ.შემდეგ თამაშებს უკეთესად ჩავატარებთ.დარწმუნებული ვარ ჯგუფიდანაც გავალთ. აი შემდეგ კი მარტო მარცვალაძის სისწრაფით ვერაფერს მივაღწევთ.სასწრაფოდ გვჭირდება მაღალ ტემპში მოთამაშე ფეხბურთელები.წარმატებას ვუსურვე ჩვენ ბიჭებს.
guja_kakhadze
12:18 30-03-2011
0
ეგ არაფერი, ჩვენ შანსი გვაქ და მე მჯერავს მეორე ადგილისთვის ბრძოლა შეგვიძლია, სახლში საბერძნეთი ასევე მალტასთან თამაშები ჩვენი რეზერვია და მანდ უნდა მოვიგოთ, გასვლაზე ხორვატიაში ალბათ წავაგებთ, მაგრამ არაუშავს, ეს ისეთი ჯგუფია კაცმა არ იცის რა მოხდება.
dato
13:57 30-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული