ამხანაგური მატჩი ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთან იგეგმება

AutoSharing Option
7 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩის გამართვას ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთან აპირებს. ფეხბურთის ფედერაციას მატჩის გამართვა თბილისში სურს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ თამაში რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ჩატარდეს.

ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს, რიმელმაც 2010 წელს სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა და ჯგუფში სამივე შეხვედრა წააგო, ფიფას მიერ გამოქვეყნებულ ბოლო რეიტინგში კი 113-ე ადგილი უკავია.

რაც შეეხება ოფიციალურ მატჩს - 4 ივნისს თემურ ქეცბაიას გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად ხორვატიის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა შესაძლოა, რომ ეს თამაში ერთი დღით ადრე
- 3 ივნისს გაიმართოს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ 4 ივნისს ხორვატიაში რომის პაპი ბენედიქტ XVI ჩადის და ბალკანურმა მხარემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შეხვედრის ერთი დღით ადრე გამართვის თაობაზე თხოვნით მიმართა.

ქართველთა თანხმობის შემთხვევაში, 21-წლამდელთა ნაკრებისა და ეროვნული გუნდის მატჩები ერთ დღეს გაიმართება. ოთარ გაბელიას გუნდი ევროპის 2013 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ მატჩს სამ ივნისს სწორედ ხორვატ თანატოლებთან ატარებს.

ქეცბაია ხორვატებთან თამაშამდე ორკვირიანი შეკრების გამართვას აპირებს, რომლის პირველი ეტაპი საქართველოში ჩატარდება, მეორე კი საზღვარგარეთ, ხორვატიის მეზობელ ქვეყანაში, რათა ფეხბურთელებმა შემდეგ ადაპტაციის პერიოდი იოლად დაძლიონ.


msy.gov.ge






.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხორვატიის ნაკრებთან ათამაშოს -მენთეშაშვილი,გამეზარდაშვილი,ხოჯავა.რაც შეეხება ანანიძეს ის შემოიყვანოს მეორე ტაიმში
0
რაც უფრო მეტ შეხვედრას გამართავს ჩვენი ნაკრები, მით უფრო კარგი და მისასალმებელი იქნება, რადგანაც ფეხბურთელები შეთამაშთებიან, თუმცა მიზანშეწონილი იქნება თუ უფრო ძლიერ გუნდებს გავეჯიბრებით- გერმანიას, ჰოლანდიას, ინგლისს, ან ტუნდაც რუსეთს და ა.შ.
devivi
16:51 06-04-2011
0

სიახლეები პოპულარული