საქართველოს ნაკრებს, ამ ეტაპზე 536 ქულა აქვს და ქულათა თანაბარი რაოდენობით, ეკვადორის ნაკრებთან ერთად, რეიტინგში 56-ე ადგილს იკავებს. 11 მარტის შემდეგ, "ჯვაროსნების" პოზიცია 16 საფეხურით გაუმჯობესდა და რომ არა ისრაელის ნაკრებთან დასანანი მარცხი, უკეთესი პოზიციაც გვექნებოდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა უშუალო მეტოქემ, ხორვატიის ნაკრებმა, 11 მარტის შემდეგ, ორი საფეხურით უკან დაიწია. მე-12 პოზიციაზეა საბერძნეთის ნაკრები, რომელიც, ასევე, ორი საფეხურით დაქვეითდა. 33-ეა ისრაელი, რომელმაც მთელი 25 საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია. ლატვიელები
რეიტინგის პირველი ათეული კი, ასე გამოიყურება:
1.ესპანეთი
2.ჰოლანდია
3.ბრაზილია
4.გერმანია
5.არგენტინა
6.ინგლისი
7.ურუგვაი
8.პორტუგალია
9.იტალია
10.ხორვატია.
.