ფიფა/"კოკა-კოლა"-ს რეიტინგში საქართველო 56-ეა!

AutoSharing Option
დღეს, ფიფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფიფა/"კოკა-კოლა"-ს რეიტინგები გამოქვეყნდა, სადაც საქართველო 56-ე პოზიციას იკავებს.

საქართველოს ნაკრებს, ამ ეტაპზე 536 ქულა აქვს და ქულათა თანაბარი რაოდენობით, ეკვადორის ნაკრებთან ერთად, რეიტინგში 56-ე ადგილს იკავებს. 11 მარტის შემდეგ, "ჯვაროსნების" პოზიცია 16 საფეხურით გაუმჯობესდა და რომ არა ისრაელის ნაკრებთან დასანანი მარცხი, უკეთესი პოზიციაც გვექნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა უშუალო მეტოქემ, ხორვატიის ნაკრებმა, 11 მარტის შემდეგ, ორი საფეხურით უკან დაიწია. მე-12 პოზიციაზეა საბერძნეთის ნაკრები, რომელიც, ასევე, ორი საფეხურით დაქვეითდა. 33-ეა ისრაელი, რომელმაც მთელი 25 საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია. ლატვიელები
76-ე პოზიციაზე არიან, ხოლო მალტა - 163-ე.

რეიტინგის პირველი ათეული კი, ასე გამოიყურება:

1.ესპანეთი
2.ჰოლანდია
3.ბრაზილია
4.გერმანია
5.არგენტინა
6.ინგლისი
7.ურუგვაი
8.პორტუგალია
9.იტალია
10.ხორვატია.




.


მკითხველის კომენტარები / 2 /
წინ, მხოლოდ წინ, და ასე თავად მწვერვალებამდე!
Tornike
15:22 13-04-2011
0
მისულაშვილს ხმა მივცეთ კრასნოდარის საიტზე ძმებო... http://www.fckrasnodar.ru/index.shtml უკვე 115 ხმა აქვს და მეორეზე არის... პირველზე ადგილზე მყოფს 151 ხმა აქვს..
iki 777
15:24 13-04-2011
0

სიახლეები პოპულარული