თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში 2014 წლამდე დარჩება

AutoSharing Option
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში მუშაობას ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს. ამის შესახებ მან კვიპროსული რადიოარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ქეცბაია ნაკრებში მუშაობას 2014 წლის შეარჩევი ციკლის დასასრულამდე, ანუ 2013 წლის ბოლოდე გააგრძელებს.

ქეცბაიას თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ახალი კონტრაქტი გაფორმებული ჯერ კიდევ არ არის.

"ოთხწლიან თანამშრომლობაზე მოვილაპარაკეთ, თუმცა კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, რადგან ხალხის მხრიდან ფეხბურთის სიყვარულს ვგრძნობ. რისკზე წასვლა მომწონს, ეს ჩემს ხასიათში ზის. მსურს საქართველოს ნაკრები ჩიხიდან გამოვიყვანო და
მასთან ერთად რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო. პრობლემები არის, მაგრამ ჩემი სამუშაო მომწონს."

ქეცბაიას მიმდინარე კონტრაქტი 2011 წლამდეა გათვლილი.

ქეცბაიამ მიმდინარე ევროშესარჩევ ციკლზე  ისაუბრა და ისრაელთან მარცხი სინანულით გაიხსენა, თუმცა, საერთო ჯამში, ყურადღება საქართველოს ნაკრების პროგრესზე გაამახვილა.

"ღვთის წყალობით, მიმდინარე შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ოთხი თამაშით ადრე, ჯგუფში ასპარეზობის წარმატებით დასრულების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. თუ ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვიყენებთ, მეორე ადგილზე გასვლა შესაძლებელია.

ხორვატია ჯგუფის უძლიერესი გუნდია და პირველი ადგილის მოპოვება ძალიან ძნელია. ხორვატებთან მატჩში უდიდეს გამარჯვებას მივაღწიეთ, მაგრამ სამწუხაროდ ისრაელთან იგივეს გაკეთებისთვის ძალა არ გვეყო. მთავარია, რომ გვაქვს სტიმული, გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები და გვსურს წარმატებას მივაღწიოთ".


მომზადებულია contra.gr-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თემურ ქეცბაიამ შეუძლებელი შეძლო. ნაკრებში რეზერვი კიდევ არის და იმედი მაქვს ხორვატიაში გამოიყენებს.
guja kakhadze
17:52 14-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული