ხორვატია-საქართველო – სპლიტში და ერთი დღით ადრე

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ხორვატიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი სპლიტში, "პოლიუდის" 35-ათასიან სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება მატჩის გამართვის თარიღს, იგი ორმხრივი შეთანხმებითა და უეფას დასტურით დაგეგმილზე ერთი დღით ადრე, 3 ივნისს ჩატარდება. შეგახსენებთ, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ქართულ მხარეს შეხვედრის თარიღის შეცვლა რომის პაპის ვიზიტის გამო სთხოვა.

იმავე დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ხორვატიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები ჩაატარებენ. შეხვედრა სპლიტიდან 20 კილომეტრით დაშორებულ დუგოპოლიეში, "ჰრვატსკი ვიტეზოვზე" გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. ეს
სტადიონი 5 200 მაყურებელს იტევს.





.



მკითხველის კომენტარები / 4 /
მოკლედ, ეს ჩვენი ფედერაცია უარს არავის არაფერზე ეუბნება;, კიდევ კარგი რომ ქალები არ არიან...
levani kaxeti
10:35 15-04-2011
0
ლევან, კარგი იყო ))
sandro
11:25 15-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული