თემურ ქეცბაიამ ევროპული შეკრება გადაიფიქრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით, ხორვატიაში გასამართ მატჩისწინა შეკრებას გუნდი მთლიანად საქართველოში გაივლის.

როგორც მოგეხსენებათ, "ჯვაროსანთა" თავკაცი წინასახორვატიო შეკრების გარკვეული ნაწილის გავლას ევროპაში ფიქრობდა; თუმცა, მან გადაწყვეტილება შეცვალა.

ეროვნული გუნდი სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 20–21 მაისიდან შეიკრიბება. შეკრებას ის ფეხბურთელები დაიწყებენ, ვისაც იმ დროისთვის შიდა ჩემპიონატები დამთავრებული ექნებათ. ვინაიდან, რუსეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების უმრავლესობა ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩებს 29-30 მაისს ითამაშებს, ისინი ნაკრებს თბილისში შეუერთდებიან და ხორვატიაში გუნდთან ერთად გაემგზავრებიან.

დღევანდელი ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები
სპლიტში 2 ივნისს, ჩარტერული რეისით გაფრინდებიან.


სფფ-ის პრესსამსახური







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული