სატურნირო პროგრესი პირდაპირპროპორციულად აისახა ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებზე და მთლიანად ნაკრებიც უფრო "გაძვირდა" - ასეთია სააგენტო "ტრანსფერმარკტის" ბოლო მონაცემები (ფასები მოცემულაი ევროში).
მეკარეები:
როინ კვასხვაძე 400.000 €
ნუკრი რევიშვილი 800.000 €
გიორგი ლორია 450.000 €
მცველები:
კახა ალადაშვილი 350.000 €
გიორგი ხიდეშელი 450.000 €
ლაშა სალუქვაძე 1.000.000 €
აკაკი ხუბუტია 400.000 €
კახა კალაძე 1.700.000 €
ალეკო ამისულაშვილი 2.500.000 €
გურამ
ნახევარმცველები:
ზურაბ ხიზანიშვილი 750.000 €
ლევან კობიაშვილი 1.000.000 €
დავით კვირკველია 850.000 €
ალექსანდრე გურული 700.000 €
ალექსანდრე კოშკაძე 300.000 €
ჯანო ანანიძე 2.000.000 €
ჯაბა კანკავა 500.000 €
მურთაზ დაუშვილი 550.000 €
გოგიტა გოგუა 2.000.000
თავდამსხმელები:
მათე ვაწაძე 400.000 €
ნიკოლოზ გელაშვილი 400.000 €
ალექსანდრე იაშვილი 700.000 €
ლადო დვალიშვილი 1.200.000 €
დავით სირაძე 400.000 €
ოთარ მარცვალაძე 1.200.000 €
სულ 21.800.000 €
"ტრანსფერმარკტმა" საქართველოს ეროვნული ნაკრების ფასი ბოლო შეხვედრებში გამოძახებული ფეხბურთელების ფასთა შეჯამებით დაასახელა. გასულ წელს ჩვენი ნაკრების ფასი ბევრად ნაკლები, 17.375.000 ევრო იყო, ამჟამინდელზე 4.25 მილიონით ნაკლები.
ნაკრების პოტენციური ფასი ბევრად მეტია, რადგან სიაში ვერ მოხვდნენ ის ძვირადღირებული ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით ხორტვატია-ისრაელთან თემურ ქეცბაიამ არ თუ ვერ გამოიძახა: მალხაზ ასათიანი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი შაშიაშვილი, ლევან ყენია, გოჩა ხოჯავა, გიორგი მერებაშვილი, ლევან გვაზავა, ლევან მჭედლიძე.
მალხაზ ასათიანი (უგუნდო) - 3.800.000
გიორგი შაშიაშვილი (ერგოტელისი, საბერძნეთი) - 800.000
უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა) - 1.200.000
ლევან ყენია (შალკე, გერმანია) - 1.000.000
ლევან მჭედლიძე (პალერმო, იტალია) - 650.000
გიორგი მერებაშვილი (ვოევოდინა, სერბეთი) - 1.000.000
გოჩა ხოჯავა (ვოლგა, რუსეთი) - 700.000
ლევან გვაზავა (ტერეკი, რუსეთი) - 500.000
ანუ ბოლო დროს უთამაშებელ ფეხბურთელთა ჯამური ფასი 9.650.000 ათასი ევროა. ყველაზე ძვირადღირებული ქართველების სია კი ასე გამოიყურება:
1. მალხაზ ასათიანი - 3.800.000 €
2. ალეკო ამისულაშვილი - 2.500.000 €
3. ჯანო ანანიძე - 2.000.000 €
4. გოგიტა გოგუა - 2.000.000€
5. კახა კალაძე - 1.700.000 €
6-8.
ლადო დვალიშვილი - 1.200.000 €
ოთარ მარცვალაძე - 1.200.000 €
უჩა ლობჟანიძე - 1.200.000 €
9-12.
ლევან ყენია - 1.000.000 €
ლაშა სალუქვაძე - 1.000.000 €
ლევან კობიაშვილი - 1.000.000 €
გიორგი მერებაშვილი - 1.000.000 €
ცხადია, "ტრანსფერმარკეტის" მონაცემები აბსოლუტურად ზუსტი არ არის. მაგალითად ამისულაშვილის ფასიც გამოდგება, რომელიც "კრასნოდარმა" თურქული "ქაისერიდან" 3 მილიონ ევროდ შეიძინა, გერმანულმა სააგენტომ კი 2,5 მილიონი დაუწერა, მაგრამ სააგენტოს ცნობები ზოგადი სურათის წარმოსაჩენად უთუოდ გამოდგება. შეიძლება ასეც ითქვას - "ტრანსფერმარკეტი" ზოგად სურათს მიახლოებითი ფასებით ასახავს, ბოლო წელს საქართველოს ნაკრები აშკარად დაფასდა.