ხორვატიასთან გოგიტა გოგუას გარეშე

AutoSharing Option
საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის შემდეგ თემურ ქეცბაიამ გოგიტა გოგუა ნაკრებიდან გაუშვა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი კომენტარისგან თავს იკავებდნენ.

ახლა კი ცხადი გახდა, რომ ქეცბაია ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ნახევარმცველს ხორვატიასთან 3 ივნისის შეხვედრაზეც არ გამოიძახებს, რისი დასტურიც მისი სიტყვები იყო დიმიტრი ობოლაძის გადაცემა "საფეხბურთო ღამეში".

"ერთი წლის განმავლობაში მსურდა მასთან კონტაქტის დამყარება, მაგრამ ვერა... რატომ არ ჰკითხეთ კლაუს ტოპმიოლერს, ბოლოს რატომ აღარ იწვევდა? 15 თამაშში მივეცი თავის გამოჩენის საშუალება. შემტევმა ნახევარმცველმა ამდენ შეხვედრაში გოლი
თუ არ გაიტანა, საგოლე გადაცემა მაინც უნდა გააკეთოს...

ფეხბურთი გუნდური თამაშია და სადაც გუნდს სჭირდები, იქ უნდა ითამაშო და არა მხოლოდ იქ, სადაც შენ გინდა. რომ გამოვა ფეხბურთელი და აქ მინდა და არა იქო, ასე სადაა? ...

მესმოდა ლაპარაკი, გოგუას საქართველოს ნაკრებში თუ არ ათამაშებენ, დავიღუპებითო. თუ მართლა ასეა, დაღუპულა ჩვენი საქმე და ეგააა. ... გოგუასთვის ხაზი არ გადამისვამს, თუ გამოსწორდება, მოვიწვევ, ვათამაშებ და დაეხმაროს გუნდს, მაგრამ ნაკრებში არ გამოვა. "მე აქ მევასება და იქ არა" - ეს ყველამ თავიდან უნდა ამოიგდოს, სადაც გეტყვიან, შენს ნაკრებს იქ უნდა ემსახურო", - თქვა ქეცბაიამ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
მხოლოდ ასეთი მიდგომა თუ მოგვიტანს შედეგს! დიდი მადლობა თემო. ძალიან მინდა, რომ გოგუამ კიდევ ითამაშოს ნაკრებში, მაგრამ თუ მართლა ამბობდა "აქ მინდა თამაში და აქ არა" - ეს მიუღებელია
Tornike
10:56 05-05-2011
0
აუცილებლად ასე უნდა გაგრძელდეს! ჯობია ათი თამაში წავაგოთ, მაგრამ ნაკრებში წესრიგი იყოს! მომავალი თაობისთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ქეცბაიამ ძალიან კარგად იცის, რომელი ფეხბურთელი სად გამოიყენოს!
GiorgiI
11:22 05-05-2011
0

სიახლეები პოპულარული