დავამარცხოთ საქართველო!

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მლადენ პეტრიჩი, რომლის საქართველოს ნაკრებთან თამაშიც საეჭვო იყო, აცხადებს, რომ 3 ივნისს სპლიტში გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.

"თავს ყოველდღიურად უკეთ ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის ძალების სრულად აღდგენას მოვასწრებ. თბილისში განცდილი მარცხი ხორვატიის ნაკრების თითოეულ წევრს ძალიან მწარედ ახსოვს და რევანშისთვის საგანგებოდ ვემზადებით. ჩვენი მიზანი უცვლელია - ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ და ევროპის ჩემპიონატზე პლეი ოფის გარეშე გავიდეთ", - ამბობს "ჰამბურგის" ფეხბურთელი, რომელმაც თბილისური მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა.

შეგახსენებთ, ხორვატიის ნაკრები საქართველოსთან
ოთხი ძირითადი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს - ნიკო კრანჩარი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ივიცა ოლიჩი, ივან რაკიტიჩი და ივან სტრინიჩი დაშავებულები არიან.

მოახლოებულ თამაშზე მორიგი კომენტარი გააკეთა ხორვატთა თავკაცმა სლავენ ბილიჩმა, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე ხშირად ვფიქრობ, მაგრამ დღეს ჩემი უმთავრესი საფიქრალი ის არის, როგორ დავამარცხო საქართველოს ნაკრებიო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჰ ეგრე ადვილი რო იყოს ახლანდელი საქართველოს დამარცხება ხო მარა :D აბა ბიჭები იქაც უნდა მოვიგოთ ან ნიჩია და ევროპააა
Tornike avsajanishvili
12:06 18-05-2011
0
ხორვატებს არ ვენდოთ,როცა წერენ, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი არ ითამაშებს 3 ივნისს,ესეც გარკვეული ტაქტიკაა, ყურადღების მოდუნება...
david
12:11 18-05-2011
0

სიახლეები პოპულარული