თემურ ქეცბაიას გუნდს აპრილის რეიტინგში 56-ე პოზიცია ეკავა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ივნისში დაგეგმილი უეფას 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩზე მიღწეული შედეგი ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება და ჩვენი ნაკრები ფიფას რეიტინგში აღმასვლას განაგრძობს.
რაც შეეხება ფიფას რეიტინგის ლიდერებს, პირველი ათეული კვლავ უცვლელია. პირველობას არავის უთმობს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები.