საინტერესო გვარები ქეცბაიას ოცდაათეულში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ხორვატიაში წასაყვან კონტინგენტს შეარჩევს.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი).
მცველები: კახა კალაძე (ჯენოა, იტალია), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე (ვოლგა, რუსეთი), აკაკი ხუბუტია (გაზ-მეთანი, რუმინეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (რედინგი, ინგლისი), უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი), კახა ალადაშვილი (ზესტაფონი), გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი, რუსთავი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი).
ნახევარმცველები: გოჩა ხოჯავა (ვოლგა, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), ჯაბა კანკავა (კრივბასი,
უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ, რუსეთი), ალექსანდრე გურული (კარპატი, უკრაინა), დავით კვირკველია (პანიონიოსი, საბერძნეთი), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი), ირაკლი მაისურაძე (ოლიმპი).
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), მათე ვაწაძე (ვოლგა, რუსეთი), დავით სირაძე (სპარტაკი ნ, რუსეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი), ვლადიმერ დვალიშვილი (მაქაბი ჰ, ისრაელი), ჯაბა ლიპარტია (ზარია, უკრაინა), ირაკლი მოდებაძე (ოლიმპი), გიორგი ადამია (ყარაბაღი, აზერბაიჯანი).

როგორც ხედავთ, ნაკრების ბირთვი უცვლელია, ხორვატიაში დისკვალიფიკაციის გამო ლევან კობიაშვილი და ოთარ მარცვალაძე ვერ ითამაშებენ, სანაკრებო სიაში კი სიახლეები მრავლადაა. ბუნებრივია, ხორვატიაში ყველა ახალწვეული ვერ წავა. საინტერესოა, მათგან ვის მიანიჭებს ქეცბაია უპირატესობას.

სანაკრებო სიაში საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეული ახალგაზრდების მოხვედრის გარდა, უთუოდ აღსანიშნავი ფაქტია ნაკრებში აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, გიორგი ადამიას მიწვევა.

როგორც "ჯვაროსანთა" თავკაცმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში განაცხადა, ეროვნული ნაკრები შეკრებას 23 მაისს, დღის 12:00 საათზე, ტექნიკურ ცენტრ "ბასა"-ზე დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქეცბაიამ ყველაზე უკეთესად იცის ვინ წაიყვანოს ხორვატიაში და ვინ არა. ყველაზე მეტად თემურია დაინტერესებული ნაკრების სიძლიერით, ასე რომ რომი პაპზე მეტი კათოლიკეები ნუ იქნებით
akucha
20:18 24-05-2011
0
სადარი კველაზე შედეგიანი თავდამსხმელი გია მეგრელაძედა რატომ არ იძახებს საქართველოსჰი კველაზე შედეგიან მცველს თენგიზ ჩიკვილაძეს........ასე იკარგებიან ფეხბურთელები
anri
19:41 21-05-2011
0

სიახლეები პოპულარული