"ბასას" სრულყოფა გრძელდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, მაგრამ "ბასას" სრულყოფისთვის სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

როგორც იცით, უკვე მზადაა ორი სტანდარტული ზომის მოედანი, რომელთაგანაც ერთი ბალახისაა, მეორე კი ხელოვნურსაფრიანი. ბაზაზე კიდევ ერთი დიდი მოედნის მოწყობა იგეგმება და ისიც ბუნებრივი იქნება.

გარდა ამისა, "ბასაზე" მოეწყობა მინიმოედნები და ჩოგბურთის კორტები. ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ტყეში აშენდება ბუნგალოები, ხოლო შენობის ზედა სართულზე ფეხბურთელებს განტვირთვისთვის ყველა პირობა ექნებათ შექმნილი – იქ უკვე დგას ბილიარდის მაგიდა, მალე კი დიდ აივანზე გადასატანი აუზი დამონტაჟდება.

როგორც საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გვითხრა, "ბასა" მხოლოდ ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს მოემსახურება, სხვა ასაკობრივი ნაკრებების განკარგულებაში კი ლაგოდეხის ბაზა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად არიან სიჭინავას კრიტიკოსები? რაღაც არ მესმის მათი ხმა:)
uzlevi
12:42 26-05-2011
0
არ თქვა ეხლა სიჭინავამ გააკეთაო. ბიძინა იყოს კარგად თორე დომენტის მსგავსი მიმთვისებლები ბევრი იქნება და ყოფილა კიდეც
sport-fun
13:21 26-05-2011
0

სიახლეები პოპულარული