კვირკველია საავადმყოფოში, ნაკრები თასის ფინალზე

AutoSharing Option
დავით კვირკველიამ ნაკრების გუშინდელ ვარჯიშზე წარბი გაიხეთქა და საავადმყოფოში წასაყვანი შეიქნა, სადაც ნაკერები დაადეს. ჯერ უცნობია, როდის განაახლებს ვარჯიშს ნაკრების მარცხენაფლანგელი, მაგრამ მისი მდგომარეობა, წესით, საგანგაშო არ უნდა იყოს და სპლიტში გამგზავრებაც უნდა შეძლოს.

სხვა მხრივ, გუშინ ნაკრების შეკრების ჩვეულებრივი დღე იყო. "ბასაზე" პირველი ვარჯიში დილის 11-ზე, მეორე კი საღამოს 6-ზე ჩატარდა. ნაკრების რამდენიმე წევრი თბილისში ჯერ არ ჩამოსულა.

დღეს ნაკრები კვლავაც 11 საათზე ივარჯიშებს, საღამოს კი მთელი გუნდი ეროვნულ სტადიონზე საქართველოს თასის ფინალს დაესწრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული