მოტივაცია: ქეცბაია გვიყურებს

AutoSharing Option
27 მაისი. ტექნიკური ცენტრი "ბასა". 500 მაყურებელი.
ეროვნული-ახალგაზრდული 3:2
გოლები: 1:0 მოდებაძე (15), 1:1 საბანაძე (20), 2:1 მოდებაძე (27), 3:1 იაშვილი (30), 3:2 კვეკვესკირი (90).

ეროვნული: ლორია - ლობჟანიძე, ხუბუტია, კაშია, კალაძე - კანკავა, მაისურაძე - იაშვილი, ლიპარტია, კვირკველია - მოდებაძე.
შეცვლაზე: კვასხვაძე, ალდაშვილი, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, გორგიაშვილი, გურული, გელაშვილი, დაუშვილი, ადამია.
ახალგაზრდული: ზარქუა - კანდელაკი, კაკუბავა, ხოჭოლავა, სალარიძე - ჯიღაური, კვეკვესკირი - ჭანტურია, თექთურმანიძე, ყაზაიშვილი - საბანაძე.
შეცვლაზე: ნადირაძე, იოსელიანი, შონია, ბეგლარიშვილი, სიხარულია, ლექვთაძე, ქობალია.

გუშინ, 27 მაისს "ბასაზე" ეროვნულმა
და ახალაგზრდულმა ნაკრებებმა საკონტროლო შეხვედრა გამართეს. მშვენიერი მოედნის დაგების შემდეგ ტრიბუნაზე სანახევროდ უკვე დაამონტაჟეს ინდივიდუალური სკამები, დარჩენილი სამუშაოებიც მალე დასრულდება, ტრიბუნები გადაიხურება და ერთი კოხტა სტადიონიც შეგვემატება.

მატჩი ეროვნულის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ უფრო მოტივირებულები ახალგაზრდულის წევრები იყვნენ, თამაშს ხომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრეთნელი თემურ ქეცბაია უყურებდა.

ოთარ გაბელიას შეგირდებიდან განსაკუთრებით მწვავედ გიორგი ჭანტურია უტევდა. მატჩი ახალი დაწყებული იყო, როდესაც კახა კალაძეს ეფექტურად გასცდა, მერე საჯარიმოთი სცადა გატანა და საერთოდ, გაცილებით გამოცდილთა წინააღმდეგ ისე თამამად და კარგად თამაშობდა, რა შიში და რა მორიდება!

ანგარიში მე-15-ე წუთზე გაიხსნა: უჩა ლობჟანიძის გადაცემის შემდეგ თორნიკე ზარქუა უხეშად შეცდა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და ირაკლი მოდებაძემ დაამატა - 1:0.

ახალგაზრდებმა მალე გაათანაბრეს: ჭანტურიამ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა, აკაკი ხუბუტიას თავბრუ დაახვია და საჯარიმოში ჩააწოდა, გიორგი ლორიამ ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი ნიკა საბანაძემ მცველებს დაასწრო - 1:1.

26-ე წუთზე ლობჟანიძის ფლანგური გარღვევა ზუსტი თავური დარტყმით კვლავ მოდებაძემ დააგვირგვინა - 2:1.

მალე ალექსანდრე იაშვილი საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიჭრა და ზუსტად დაარტყა - 3:1.

მეორე ტაიმში შემადგენლობა ორივე გუნდში შეიცვალა. კარგად გამოჩნდა ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც თანაგუნდელებს მშვენიერი გადაცემებით ამარაგებდა, ეროვნულის შეუთამაშებელმა შემადგენლობამ კი მეტი ვერ გაიტანა.

მეორე ნახევარში ერთადერთი გოლი ბოლო წუთზე ნიკა კვეკვესკირმა ჯარიმით გაიტანა - როინ კვასხვაძე კედელს აყენებდა და ეგონა, მეტოქეს დარტყმის უფლება არ ჰქონდა, როდესაც ბურთი ცხრიანში ჩაეშვა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საღოლ საბანაძეეე!!!! ტორპედოშიც გაგეტანოს ლორიასათვის მასე
kutaisi1946
12:28 28-05-2011
0
ამ გაბელიას გვალია რომ ტამაჰსობს კოლხეტსჰი ეგ გამოეზზახერბია ოქრიასჰვილმა ტრამვა რო მიიგო :V) დინამოისტან ვნახე მაგის ტამაჰსი დქა მაგარი ცჰკვიუანია
henson
16:17 28-05-2011
0

სიახლეები პოპულარული