ნაკრებს ლობჟანიძე გამოაკლდა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების სპარინგისას მიღებული ტრავმა უჩა ლობჟანიძისთვის სერიოზული გამოდგა - ეროვნული გუნდისა და უკრაინული "დნიპროს" მარჯვენა მცველმა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და ნაკრების შეკრება უკვე დატოვა.

ასე რომ, სპლიტში, ხორვატებთან, საქართველოს ნაკრების დაცვის მარჯვენა ფლანგს, სავარაუდოდ, ლაშა სალუქვაძეს ჩააბარებენ. მიმდინარე შესარჩევში ამ პოზიციაზე ეს ორი ფეხბურთელი თამაშობს. თავიდან ლობჟანიძე უალტერნატივო იყო, თუმცა ბოლო ორი ოფიციალური მატჩი ტრავმის გამო გაუცდა და სალუქვაძემ შეცვალა.

საბედნიეროდ, თემურ ქეცბაიას განკარგულებაში მყოფი სხვა ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და იმედია, მეტი აღარავინ დაგვაკლდება. გუშინ გუნდს
ნუკრი რევიშვილი და დავით სირაძე შეუერთდნენ, ჩამოსასვლელები არიან ალექსანდრე ამისულაშვილი, ჯანო ანანიძე, ლაშა სალუქვაძე, გია გრიგალავა, გოჩა ხოჯავა და მათე ვაწაძე. ზურაბ ხიზანიშვილი კი გუნდს პირდაპირ ხორვატიაში შეუერთდება.

გუშინდელი ვარჯიში "ბასაზე" დილის 11 საათზე დაიწყო, წვრთნის დასრულების შემდეგ კი ქეცბაიამ ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოკეთებაზე იზრუნა - ბიჭებს ოჯახებში წასვლის ნება დართო და ბაზაზე საღამოს 8 საათისთვის დაიბარა. დათქმულ დროს ყველა ადგილზე იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული