სამწუხაროდ - ურევიშვილოდ და უგელაშვილოდ

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების შეკრება მშვიდობიანად კი დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სიმშვიდე მალე დაირღვა და "ბასადან" ერთიმეორის მიყოლებით გამოდის უსიამოვნო ამბები.

გუშინწინ უჩა ლობჟანიძის თამაში გამოირიცხა, გუშინ კი გაირკვა, რომ სპლიტში საქართველოს ნაკრებს, ალბათ, ვერც ნუკრი რევიშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი დაეხმარებიან.

ცხადია, განსაკუთრებით მძიმე დანაკლისი რევიშვილია. "ანჟის" მეკარემ მიმდინარე შესარჩევი ტურნირის ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და უაღრესად საიმედო იყო. მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრაში მას ხელის თითი ამოუვარდა. ის თამაში კი ჩაამთავრა, მაგრამ თბილისში ჩამოსულს თითის იოგის გაწყვეტა დაუდგინეს.

ნუკრი ვერ ვარჯიშობს, მისი საკითხი დღეს
გაირკვევა, მაგრამ ხორვატთა წინააღმდეგ თამაშის შანსი მას უმცირესი აქვს.

გელაშვილი ნაკრებისთვის რევიშვილისნაირად შეუცვლელი არ არის, მაგრამ მისი ტრავმაც საწყენია. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა გუშინდელ ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და მისი ხორვატიაში გამგზავრებაც თითქმის გამოირიცხა.

სანაკრებო ბანაკში ერთი კარგი ამბავიც მოხდა: გუშინ გუნდს ჯანო ანანიძე შეუერთდა და, რაც მთავარია, სრული დატვირთვით ივარჯიშა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვისაც გინდათ, რომ პირველმა არხმა აჩვენოს ახალგაზრდული ნაკრების თამაში ხორვატიასთან, შემოდით პირველი არხის ფორუმზე, თემა გახსნილია, დარეგისტრირდით (რეგისტრაციისას პირველი წერთ ნიკს, მერე ორჯერ პაროლს და მერე ფოსტას) და ერთად მოვითხოვოთ.
რაც მეტი ადამიანი დაპოსტავს, მით მეტ ყურადღებას მოგვაქცევენ. დავაი, შევესიოთ :)

http://1tv.ge/Forum-View.aspx?TID=63
Burton
14:34 31-05-2011
0
ძალიან მეწყინა გელაშვილის ამბავი : იმედია შემდეგ თამაშებზეც გამოიძახებენ :)
akaki
00:07 01-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული