გუშინწინ უჩა ლობჟანიძის თამაში გამოირიცხა, გუშინ კი გაირკვა, რომ სპლიტში საქართველოს ნაკრებს, ალბათ, ვერც ნუკრი რევიშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი დაეხმარებიან.
ცხადია, განსაკუთრებით მძიმე დანაკლისი რევიშვილია. "ანჟის" მეკარემ მიმდინარე შესარჩევი ტურნირის ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და უაღრესად საიმედო იყო. მოსკოვის "ლოკომოტივთან" შეხვედრაში მას ხელის თითი ამოუვარდა. ის თამაში კი ჩაამთავრა, მაგრამ თბილისში ჩამოსულს თითის იოგის გაწყვეტა დაუდგინეს.
ნუკრი ვერ ვარჯიშობს, მისი საკითხი დღეს
გელაშვილი ნაკრებისთვის რევიშვილისნაირად შეუცვლელი არ არის, მაგრამ მისი ტრავმაც საწყენია. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა გუშინდელ ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და მისი ხორვატიაში გამგზავრებაც თითქმის გამოირიცხა.
სანაკრებო ბანაკში ერთი კარგი ამბავიც მოხდა: გუშინ გუნდს ჯანო ანანიძე შეუერთდა და, რაც მთავარია, სრული დატვირთვით ივარჯიშა.
რაც მეტი ადამიანი დაპოსტავს, მით მეტ ყურადღებას მოგვაქცევენ. დავაი, შევესიოთ :)
http://1tv.ge/Forum-View.aspx?TID=63