ივან კლასნიჩიც საეჭვოა

AutoSharing Option
ხორვატთა მსგავსად, საკადრო პრობლემებმა საქართველოს ნაკრებიც შეაწუხა, მაგრამ სლავენ ბილიჩი მაინც უფრო მეტ ფეხბურთელს მოისაკლისებს. ხორვატიის ნაკრების დანაკლისის შესახებ სისტემატურად ვწერთ და აღარ ჩამოვთვლით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც სპლიტში თემურ ქეცბაიას გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.

მხოლოდ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას მოგაწვდით - საეჭვოა სპლიტურ მატჩში ივან კლასნიჩის მონაწილეობაც. შეგახსენებთ, კლასნიჩი ბილიჩმა მლადენ პეტრიჩის ნაცვლად გამოიძახა. კლასნიჩს, რომელსაც ხორვატიის ნაკრებში 39 შეხვედრა ჩაუტარებია და 12 გოლი გაუტანია, მუხლი აწუხებს და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

საკადრო პრობლემების მიუხედავად, ხორვატიის ნაკრების მწვრთნელებიცა და ფეხბურთელებიც კვლავაც
ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ და სჯერათ, რომ საქართველოსაც დაამარცხებენ და ჯგუფში პირველ ადგილსაც დაიკავებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული