გია გრიგალავა ნაკრებს შეუერთდა

AutoSharing Option
გია გრიგალავა თბილისში გუშინ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" სხვა ფეხბურთელებთან ერთად ჩამოფრინდა და "ბასაში" ეროვნულ ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა.

ნიჟნინოვგოროდელთა 21 წლის მცველი თემურ ქეცბაიამ ნაკრებში პირველად გამოიძახა. მანამდე გრიგალავას რუსეთის 17-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში უთამაშია, რუსეთის პრემიერლიგაში კი ("როსტოვში") სადებიუტო შეხვედრა 17 წლისამ ჩაატარა.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელით ჯერ კიდევ იანვარში დაინტერესდა. მაშინ ქეცბაია "ვოლგაში" მოთამაშე ნაკრების კანდიდატებზე დასაკვირვებლად ანთალიაში ჩავიდა და რამდენიმე შეხვედრას დაესწრო. სწორედ ამ დროს გაიცნო გრიგალავა და, ცხადია, აკვირდებოდა კიდეც.

მართალია, გია საქართველოს ნაკრებში ვარჯიშობს, მაგრამ
ჯერ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა არ დაუბრუნებია. ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობდა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეიძე, რომელიც მოქალაქეობის დასაბრუნებლად საჭირო ყველა პროცედურას უშუალოდ უძღვებოდა.

გრიგალავამ შესაბამის სტრუქტურაში საჭირო დოკუმენტები უკვე წარადგინა და საქართველოს პასპორტს დღეს, 1 ივნისს მიიღებს. პრობლემა ისაა, რომ ხორვატებმა ჩვენი ნაკრების წევრებზე ვიზა უკვე გასცეს, გიას კი ვიზის მიღება ახლა მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული