ხორვატია-საქართველო 2:1[LIVE]

AutoSharing Option
3 ივნისი. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. "პოლიურის" სტადიონი. ტექსტური ტრანსლიაცია

ხორვატია-საქართველო 2:1
მატჩი დაიწყო:
მატჩი ხორვატების აქტიურობით დაიწყო. ხორვატებმა რამდენიმე კუთხური მოაწოდეს.

9 წუთზე სირაძე მეტოქის საჯარიმოში შევიდა,  სრნამ უკნიდან მოასწრო და ბურთი მეკარე რუნიეს მიუგორა.
13 წუთი: ხორვატები შეტევაში სწრაფად გადავიდნენ. იელავიჩის სახიფათო გადაცემა საჯარიმოში კახა კალაძემ ჩაჭრა.
14 წუთი: ხორვატი გულშემატკივრები მოედანზე ასაფეთქებელ ნივთიერებებს ისვრიან, რის გამოც  არბიტრმა მატჩი ცოტა ხნით შეწყვიტა.

შეხვედრა განახლდა.

15 წუთი: გოლი!. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა! სირაძის ჩაწოდების შემდეგ ჯაბა კანკავამ
ბურთი მეტოქის კარში მოათავსა! 0:1.
22 წუთი: ბურთს ხორვატები ფლობდნენ. საქართველოს ანკრები საკუთარ ნახევარზე თავს იცავდა. საბოლოოდ ჩვენებმა ხორვატებს ბურთი აართვეს და ჯარიმა დაინიშნა.
23 წუთი: მოდრიჩმა მარცხენა ფლანგიდან ჯარიმა ქართველთა საჯარიმოში ჩააჰკიდა, გამოსვლაზე ბურთს ლორია დაეუფლა.
25 წუთი: ხორვატთა დარტყმული ლორიამ მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. შემდეგ კი ქართველმა ფეხბურთელებმა კუთხურზე გადააგდეს.
60 წუთი: იაშვილის ნაცვლად მოედანზე ბუბა დაუშვილი შემოვიდა. საქართველოს ნაკრების კართან სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. ხორვატთა დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა. საბოლოოდ ბურთს ლორია დაეუფლა.
26 წუთი: იაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო.
44 წუთი: იაშვილი მეტოქის საჯარიმოში შევიდა და სამწუხაროდ ბურთი დაკარგა.
27 წუთი: გიორგი ლორია მანჯუკიჩის დარტყმულ ბურთს ნახტომში დაეუფლა.
29 წუთი: კვლავ 1:0 ვიგებთ!
33 წუთი: ივან პერეშიცის დარტყმული ლორიას  კარს გადაცდა.

პირველი ტაიმი დასრულდა.

მეორე ტაიმი დაიწყო.


48 წუთი: ხორვატებმა ჯარიმიდან საჯარიმოში ჩააწოდეს. ბურთს ლორია დაეუფლა.
50 წუთი: ხორვატთა შეტევა და  ქართველმა მცველებმა კუთხურზე მოიგერიეს. კუთხურს ხიფათი არ მოჰყოლია.
55 წუთი: ცვლილებაა საქართველოს ნაკრებში: სირაძის ნაცვლად მოედანზე დვალიშვილი შემოვიდა.
57 წუთი: ედუარდოს თავური დარტყმის შემდეგ საქართველოს ნაკრების კარი ძელმა იხსნა.
64 წუთი: ივან პერშიჩის დარტყმა ლორიას კარს ზემოდან გადასცდა.
69 წუთი: ლორიამ კარი კალინიჩის ახლო მანძილიდან დარტყმულის შემდეგ მოიგერია, დამატებულს კი დაეუფლა.
70 წუთი: სრნას დარტყმული ძელს მოხვდა. ლორია უშანსოდ იყო.
74 წუთი: ლორიამ ცოცხალი კედლიდან ასხლეტილი ბურთი მოიგერია! საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა გუნდი კიდევ ერთხელ იხსნა.
76 წუთი: 1:1. მანჯუკიჩმა ანგარიში გაათანაბრა.
78 წუთი: კალინიჩმა ხორვატიის ნაკრები დააწინაურა. 2:1.
86 წუთი: ლუკა მოდრიჩის დარტყმული კალაძეს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

მატჩი დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
am gunds evropaze gasvlas ver movtxovt,rac cheudzliat itamaches.
drinjo
00:04 04-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული