რუნიე: ქართველები სპლიტში ზღვაში საბანაოდ არ ჩამოსულან

AutoSharing Option
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში, ხორვატია-საქართველოს ნაკრებთა მატჩის წინ, მასპინძელთა გოლკიპერმა ვედრან რუნიემ საქართველოს ნაკრებზე საკუთარი აზრი გამოთქვა. "ლანსის" ყოფილი მეკარე ქეცბაიას გუნდზე მოწიწებით საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ რუნიე იცავდა ხორვატთა კარს თბილისურ მატჩში, როდესაც ლევან კობიაშვილის გოლით გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა.

"საქართველოს ნაკრები სპლიტში იმისთვის არ ჩამოსულა, რომ ჩვენს ზღვაში იბანაოს. ქართველებს საკმაოდ ამბიციური გუნდი რომ ჰყავთ, ამას სატურნირო ცხრილიც მოწმობს. შესაბამისად, მათ აქვთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი.

დარწმუნებული ვარ, ქართველები, პირველ რიგში, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ, თუმცა
ეს არ ნიშნავს, რომ შეტევაზე უარს იტყვიან."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული