უეფა ხორვატებს ნაცისტური გამოხდომებისთვის 80 ათასი ევროთი აჯარიმებს

AutoSharing Option
უეფამ ხორვატიის ფეხბურთის კავშირი, ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან მატჩის დროს, გულშემატკივართა მიერ ტრიბუნებზე გამოფენილი ფაშისტური სიმბოლიკისთვის 80 ათასი ევროთი დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს სპლიტში გამართული მატჩის დროს ხორვატი ფანები ნაციონალისტურ ლოზუნგებს სკანდირებედნენ და სვასტიკიან დროშებსა და სხვა ნაცისტურ სიმბოლოებს წარმოაჩენდნენ.

უეფას სასჯელი მსუბუქად შეიძლება მივიჩნიოთ. აღნიშნული მატჩის შემდეგ, რომელიც თემურ ქეცბაიას გუნდმა 1:2 დათმო, ხორვატიის საფეხბურთო ფუნქციონერები შიშობდნენ, რომ უეფა მხოლოდ ფულადი ჯარიმით არ შემოიფარგლებოდა და ნაკრებს მომდევნო შეხვედრის საკუთარ კედლებში გამართვას ცარიელი ტრიბუნების თანხლებით დაავალებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული