ესეც მსაჯთა ნაკრები

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტმა 2010-11 წლების სეზონის საუკეთესო არბიტრთა ხუთეული და საუკეთესო ასისტენტთა ათეული გამოავლინა. ამ სიის შედგენისას გაითვალისწინეს მსაჯების შეფასებები, ნამსაჯი მატჩების რაოდენობა და სირთულე, ასევე თეორიული და ფიზიკური ტესტების შედეგები.

სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე კომიტეტის რჩეულთა სიაა გამოქვეყნებული.

საუკეთესო არბიტრები: ლევან კვარაცხელია, გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა. თორნიკე გვანცელაძე, მალხაზ ბეუქლიშვილი.

საუკეთესო ასისტენტები: მამუკა ელიკაშვილი, ზურაბ ჯვარიძე, გიორგი ყრუაშვილი, ზაზა ფიფია, გურამ ჩიგოგიძე, ლევან თოდრია, ზაზა მენთეშაშვილი, ბესიკ ჭიჭინაძე, ზვიად ერქვანია, კობა გაბრიაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული