რიჩი დიქსონი:
"ბუქარესტში ერთა თასზე სრულიად ახალი გუნდი წავიყვანეთ, რომელიც ჩამოყალიბებულ, ერთად დიდხანს მოასპარეზე გუნდებს ეთამაშა. ცხადია, ამან გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. პირველი თამაშის წინ მხოლოდ ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად, არადა მეტოქე ძალიან
მეორე მატჩში არგენტინის A ნაკრებთან რადიკალურად განსხვავებული გუნდი ვათამაშე, ვინაიდან ყველა, ოცდაექვსივე მორაგბეს დავპირდით, რომ აუცილებლად მივცემდით თავის გამოჩენის შანსს.
მესამე მატჩი ნამიბიასთან სარეიტონგო იყო, ამიტომ მას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ეს თითოეულ მორაგბეს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული. თავიდან თამაში ცუდად დავიწყეთ. შესვენების შემდეგ კი გუნდმა მობილიზება მოახერხა და მატჩის გადარჩენა შეძლო. მიხარია, რომ ბევრმა ახალმა მოთამაშემ ბუქარესტში თავი კარგად წარმოაჩინა.
ამ ტურნირზე სამი მიზანი გვქონდა დასახული. პირველი, საქმეში გვენახა ახალი მოთამაშეები, მეორე - გვინდოდა გაგვერკვია იმ მორაგბეების მდგომარეობა, ვისაც ნაკრებში სხვადასხვა მიზეზების გამო დიდი ხანია არ უთამშია დაბოლოს, აუცილებლად უნდა მოგვეგო სარეიტინგო მატჩი. სამივე მიზანი მიღწეულია.
მინდა მოკლედ ვთქვა, იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთება შევძელით მას შემდეგ, რაც ნოემბერში ნაკრები ჩავიბარე. გუნდის სამწვრთნელო შტაბი ჩემთვის ისეთივე უცხო იყო, როგორც მორაგბეები. მაშინ ვინმეს, რომ ეთქვა, ახალ ზელანდიაში წასვლაზე პრეტენზია 40 მორაგბეზე მეტს ექნებაო, არ დავიჯერებდი. ამას ძალიან სკეპტიკურად შევხედავდი. ამჟამად კი საქმე ისეა, რომ მსოფლიო თასზე თამაშის შანსი 45 მორაგბეს აქვს.
ეს ფაქტი, ცხადია, ძალიან გვახარებს, თუმცა იმავდროულად დიდი თავსატეხი გაგვიჩინა. 45 მოთამაშიდან 30-ის არჩევა ძალიან რთული საქმეა. მათთან, ვინც მსოფლიოზე ვერ მოხვდება, თუ მუშაობას სწორი მიმართულებით გავაგრძელებთ, მომავალში კვალავ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შევძლებთ.
მსოფლიოს თასისთვის მზადებას 4 ივლისს თბილისში დავიწყებთ. ძირითადად ფიზიკური კონდიციების დახვეწაზე ვიმუშავებთ. მერე 18 ივლისს საფრანგეთში გავემგზავრებით და იქ ბურთით ვარჯიშს დავიწყებთ. აგვისტოში რამდენიმე საწვრთნელი თამაში გავქვს დაგეგმილი. ახალ ზელანდიაში ძალიან მძიმე თამაშები გველის და ის 30 მორაგბე, ვინც 3 სექტემბერს თვითმფრინავში ჩაჯდება და ახალ ზელანდიაში გაემგზავრება, ფიზიკურად უმაღლეს დონეზე უნდა იყოს მომზადებული.
ჩვენ უკვე დავიწყეთ, მომავალ მეტოქეებზე დოსიეს შექმნა. არგენტინის, შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებების თამაშებს კი აგვისტოში უშუალოდ დავესწრები. ეს გუნდები ამ დროს ბრიტანეთში ტესტებს გამართავენ. 2007 წელს ირლანდიასთან ბრწყინვალე თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრებს უკვე ყველა სერიოზულად აღიქვამს და, გარწმუნებთ, ისინიც სწავლობენ და აანალიზებენ ჩვენ თამაშს. ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდი მსოფლიო რაგბიში უცხო აღარ არის, რაც კიდევ მეტად გვაფიქრებინებს, რომ ახალ ზელანდიაში ურთულესი ბრძოლები გველის."
ილია ზედგინიძე:
"რუმინეთში გამართული ტუნირი ძალიან სასარგებლო გამოდგა. როგორც ახალგაზრდა, ისე ვეტერანი მორაგბეები დიდი ენთუზიაზმით მივუდექით საქმეს და თუ პირველ მატჩს არ ჩავთვლით, სადაც ობიექტური მიზეზების გამო სათანადოდ ვერ ვითამაშეთ, საერთი ჯამში ცუდი შედეგი არ გვიჩვენებია.
ახლა მთავარი ორიენტირი მსოფლიოს თასის გათამაშებაა. ყველანაირად ვეცდებით სათანადოდ მოვემზადოთ. საფრანგეთში ელიტურ, პირველი დივიზიონის გუნდებს, "მონპელიესა" და "ბურგუენს" ვეთამაშებით. სავარაუდოდ, კიდევ გვექნება, რამდენიმე საწვრთნელი შეხვედრა, უფრო დაბალი დივიზიონის გუნდებთან. წინ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს. ახალ ზელანდიაში ურთულესი თამაშები გვექნება."
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ჯაბა ბრეგვაძე (არმია), აქვსენტი გიორგაძე, ანტონ ფეიქრიშვილი (ორივე-კასტრი), გიორგი ჟღენტი (მონპელიე), ვასილ კაკოვინი, დავით ხინჩაგიშვილი (ორივე-ბრივი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ბექა შეყლაშვილი (აჟენი), გოდერძი შველიძე (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი), ილია ზედგინიძე (კარკერენი).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ობენა), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გია ლაბაძე (ლა სეინი), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბესო უდესიანი (მაკონი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), ლაშა თავართქილაძე (ფარული).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), გიორგი კაჭარავა (ლელო)
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), ლაშა ხმალაძე (ლელო)
#12-13: რევაზ გიგაური (ფიჟაკი), ირაკლი გიორგაძე (აია), დავით კაჭარავა (ნიცა), ალექსანდრე თოდუა (ლელო), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი)
#11-14: ბესიკ ხამაშურიძე, ირაკლი ჩხიკვაძე (ორივე-აია), ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი მაჩხანელი (მაკონი).
#15: მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"