საქართველო-რუსეთი არ იქნება

AutoSharing Option
ბრაზილიის მუნდიალამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო გზაზე საქართველოს და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს არ გადაეყრებიან.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ ფიფა-მ - ერთმანეთს დაპირისპირებული ქვეყნები დააშორეს, როგორიც საქართველო და რუსეთი, აგრეთვე აზერბაიჯანი და სომხეთი. ფიფა-სთვის თხოვნით უეფა-ს მიუმართავს, რომელმაც ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზეც დააშორიშორა ეს ქვეყნები.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია 2014-ის შესარჩევი ციკლის წილისყრა 30 ივლისს რიო დე ჟანეიროში გაიმართება. საქართველოს ნაკრები წილისყრაზე, სავარაუდოდ, მე-4 კალათაში იქნება განთესილი, რუსეთი კი - მეორეში. გუნდებს ევროპის ზონაში
9 ჯგუფში გაანაწილებენ, საიდანაც ბრაზილიის საგზურს პირდაპირ ჯგუფის გამარჯვებულები მიიღებენ, 8 მეორეადგილოსანი კი კიდევ 4 საგზურს გაითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გისმენ ალექსანდრე....
ჭკვიანური გვითხარი რამე..
state
21:29 29-06-2011
0
ყველა კომენტარი სულელურია!
საერთოდ ნუ აქვეყნებთ კომენტარებს.
alexandre
12:54 29-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული