ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში საქართველო 56-ეა

AutoSharing Option
ფიფა/კოკა-კოლამ ეროვნული გუნდების მორიგი, ივნისის რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები მაისის თვის ანალოგიური რეიტინგისგან განსხვავებით, ერთი საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოში 56-ე ადგილს იკავებს.

ევროპულ რეიტინგში ჩვენი ნაკრები 30-ეა და შესაბამისად, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრისას, რომელიც 30 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, ევროპის ზონის მეოთხე კალათაში იქნება.

წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მსოფლიოს რჩეულ ნაკრებთა ათეულში. მართალია პირველ-მეორე პოზიციებს კვლავაც მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი და ფინალისტი ჰოლანდია ინარჩუნებენ, მაგრამ დანარჩენ ადგილებზე გადაადგილებები მოხდა - გერმანიამ და ინგლისმა, შესაბამისად, მესამე და
მეოთხე პოზიციებზე აინაცვლეს, მათ შემდეგ კი 2 საფეხურით დაქვეითებული ბრაზილიაა. სპლიტის მატჩში გამარჯვების შემდეგ მეათედან მერვეზე აინაცვლა ევრო-2012-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატიამ. მის წინ კი იტალია (6) და პორტუგალია (7) არიან.

განახლებული რეიტინგის ათეულში აღმოჩნდა მექსიკის ნაკრები, რომელმაც ერთ თვეში ერთბაშად 19-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა. სამაგიეროდ თვალშისაცემი რეგრესი ჰქონდა არგენტინის ნაკრებს, რომელმაც მეხუთედან მეათე პოზიციაზე ამოჰყო თავი.

მე-12 ადგილზე დარჩა ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე საბერძნეთის ნაკრები. სამი საფეხურით დაწინაურდა ისრაელის ნაკრები და ახლა 30-ეა. 82-ე ადგილზე დაეშვა ლატვია, ჩვენი ჯგუფის ბოლოადგილოსანი მალტა კი 161-ე პოზიციაზე მყარად დგას.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგი, ანუ ხორვატიასთან წაგებამ რეიტინგზე უარყოფითად არ იმოქმედა. ისე რა საოცარია, ზოგჯერ იგებ და რეიტინგში ქვეითდები, ან აგებ და წინაურდები :)
Tornike
23:27 29-06-2011
0
იმედია ევროპაზე მაინც გავალთ!
milan21.11.80
00:28 30-06-2011
0

სიახლეები პოპულარული