ზესტაფონური განაცხადი უკვე ნიონშია

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" უეფაში საჩემპიონთალიგო განაცხადი გაგზავნა. როგორც მოსალოდნელი იყო, სიაში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებიც საქართველოს ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ავსტრიულ შეკრებაზე იახლა.

ჯერაც გასარკვევია კახა ალადაშვილის საკითხი. "დაჩიასთან" პირველ მატჩამდე "ზესტაფონს" განაცხადში ერთი ფეხბურთელის დამატების უფლება აქვს და ის ერთი, შესაძლოა, სწორედ ალადაშვილი აღმოჩნდეს. არც ის არის გამორიცხული, კლუბმა ამ უფლებით საერთოდ არ ისარგებლოს.

მოლდოვური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კი ზესტაფონელებს განაცხადში კიდევ ორი ახალი მოთამაშის შეყვანის უფლება ექნებათ.

"ზესტაფონის" განაცხადში ახალსა და მოულოდნელს ვერაფერს აღმოაჩენთ, მხოლოდ იმას შენიშნავთ, რომ რამდენიმე
ფეხბურთელმა მაღალი ნომერი აირჩია – ასე, მაგალითად: როინ კვასხვაძემ 1-იანი 89-ზე გაცვალა, თორნიკე აფციაური კი მომავალი სეზონიდან 18-ის ნაცვლად 55 ნომრით ითამაშებს.

ფეროელები ჩემპიონთა ლიგის დებიუტისთვის ზესტაფონში ემზადებიან, სადაც დღეს, 9 ივლისს ამხანაგურად წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებენ.

N სახელი, გვარი ასაკი
მეკარეები
12. ზურაბ მამალაძე 29
89. როინ კვასხვაძე 22
90. კახაბერ მეშველიანი 19

მცველები
2. თეიმურაზ ღონღაძე 25
4. გიორგი ონიანი 27
5. მამუკა კობახიძე 18
16. გიორგი ხიდეშელი 23
20. ზაალ ელიავა 26
30. მალხაზ გაგოშიძე 18

ნახევარმცველები
7. ალექსი ბენაშვილი 22
8. მურთაზ დაუშვილი 22
10. ირაკლი ძარია 22
13. შოთა გრიგალაშვილი 25
17. თორნიკე გორგიაშვილი 23
21. მიხეილ სარდალიშვილი 18
22. გიორგი ჭანკოტაძე 20
27. შოთა ბაბუნაშვილი 30
55. თორნიკე აფციაური 31
77. როსტომ გეწაძე 19

თავდამსხმელები
9. ნიკოლოზ გელაშვილი 26
11. ჯაბა დვალი 26
37. რატი წინამძღვრიშვილი 23
99. საბა ლომია 21

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული