ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში საქართველო 57-ეა

AutoSharing Option
ფიფამ "კოკა-კოლასთან" ერთად ეროვნული ნაკრებების ივლისის თვის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც "ევრო 2012"-ის შესარჩევ ციკლში ხორვატებთან 3 ივნისის მატჩის შემდეგ არც ოფიციალური და არც ამხანაგური თამაში არ ჩაუტარებია, წინა თვის რეიტინგთან შედარებით ერთი საფეხურით უკან დაიწია და ახლა 57-ე პოზიციას იკავებს.

ფიფას რეიტინგის პირველ სამეულში ცვლილებები არ მომხდარა. სიის სათავეში კვლავაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული გუნდია. მეორე და მესამე ადგილებს კი ჰოლანდია და გერმანია იკავებენ.

რეიტინგში ცვლილებები დიდწილად ახლახან დასრულებულმა კოპა ამერიკის გათამაშებამ შეიტანა. ურუგვაის ნაკრები,
რომელმაც ამერიკის თასის მოგება შეძლო, ერთბაშად 13 საფეხურით წინ წაიწია და ახლა მეხუთე ადგილზეა. ამ ტურნირზე წარმატებული გამოსვლით თავ-თავიანთი პოზიციები ჩილეს (27-ე წინა, 11-ე ახალი), პერუს (49-ე წინა, 25-ე ახალი), პარაგვაის (32-ე წინა, 26-ე ახალი), კოლუმბიისა (54-ე წინა, 35-ე ახალი) და ვენესუელას (69-ე წინა, მე-40-ე ახალი) ეროვნულმა გუნდებმა გაიუმჯობესეს.

ფიფას მომდევნო რეიტინგი 24 აგვისტოს გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგის მიხედვით მოხდება ბრაზილიაში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩივი ციკლის კენჭისყრაც. საქართველოს ნაკრები ევროპულ გუნდებს შორის 30 პოზიციაზეა და მუნდიალის კენჭისყრისას მეოთხე კალათში მოხვდება.

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგი. 27.07.2011.
1. ესპანეთი
2. ჰოლანდია
3. გერმანია
4. ბრაზილია
5. ურუგვაი
6. ინგლისი
7. პორტუგალია
8. იტალია
9. ხორვატია
10. არგენტინა

13. საბერძნეთი
32. ისრაელი
83. ლატვია
173. მალტა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული