ქეცბაიამ ამისულაშვილი და მარცვალაძე პოლონეთში დაიბარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას 10 აგვისტოს, პოლონეთში, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ გაუცხადებია, თუმცა "კრასნოდარის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ ამ რუსული კლუბის ორივე ქართველი ლეგიონერი, ალექსანდრე ამისულაშვილი და ოთარ მარცვალაძე ეროვნულ გუნდში არიან გამოძახებულნი.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთს ესტუმრება და ლიუბინის "დიალოგ არენაზე" ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად გაეჯიბრება.

ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია შეკრებას თბილისში არ გეგმავს, ჩვენი გუნდი პოლონეთში 8 აგვისტოს შეიკრიბება, ამხანაგური მატჩი კი თბილისის
დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია fckrasnodar.ru-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული