საქართველოს მოწინააღმდეგე ესპანეთი იქნება

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში გამართულ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა ჩატარდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვდა, რაც ნაკლებად სასიხარულო ამბავია.

საქართველო ევროპის ზონის მე-9 I ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მოწინააღმდეგეები ესპანეთის, საფრანგეთის, ბელორუსიის და ფინეთის ნაკრებები იქნებიან. საქართველოს საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან მოუწევს თამაში. მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები და საფრანგეთი ჯგუფის ფავორიტებად უნდა ჩაითვალონ.

ევროპის მე-9 საკვალიფიკაციო ჯგუფი, სხვა ჯგუფებთან შედარებით 5 გუნდისგან შედგება.

შეგახსენებთ რომ, ნაკრებები კალათებში ფიფას რეიტინგში დაკავებული ადგილების მიხედვით განაწილდნენ.

I ჯგუფი
ესპანეთი
საფრანგეთი
ბელორუსია
საქართველო
ფინეთი
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველაფერს ბედი უნდა რა.... რაღა მსოფლიო ჩემპიონი და საფრანგეთი...არც ბელორუსი და ფინეთია ფარერები და მალტა... ეჰ... აი ეს იქნება ნაღდი გამოცდა...
alex
00:41 31-07-2011
0
PIRDAPIR MSOPLIO CHEMPIONATZE VART METI RAGA GVINDA.
DRINJO
03:29 31-07-2011
0

სიახლეები პოპულარული