ქეცბაიამ შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ "ჯვაროსნების" ის შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც 10 აგვისტოს, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი).
მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეთანი", რუმინეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული
("კარპატი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი", რუსთავი).
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), დავით თარგამაძე ("ოლექსანდრია", უკრაინა), ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), მათე ვაწაძე ("ვოლგა", რუსეთი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი).

ამ ეტაპზე, ქვეყნის უპირველეს გუნდში ერთი სიახლეა: ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ექნება ახალგაზრდა დავით თარგამაძეს, რომელსაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებს" თბილისური შეკრება არ ექნებათ და გუნდი პოლონეთში შეიკრიბება. თბილისიდან წამსვლელები კი, 8 აგვისტოს გაემგზავრებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
paata13
ანუ ასათიანი მარტო იმიტომ უნდა გამოიძახოს რომ ქუთაისელია?
comment
11:49 02-08-2011
0
vaja
გეთანხმები ბრატ განსაკუთრებით დვალზე მწყდება გული, ეს კაცი უკვე ამდენი წელია სტაბილურად თამაშობს, თან ჩემი აზრით მაგას იმხელა კლასი აქვს, რომ საქართველოზე მაღალი დონის ჩემპიონატში თავისუფლად ითამაშებდა და ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში თამაშს, აი ამ შემადგენლობიდან ვაწაძესაც ჯობია და დვალიშვილსაც.
rosoneri_95
08:39 02-08-2011
0

სიახლეები პოპულარული