ქეცბაიამ შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ "ჯვაროსნების" ის შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც 10 აგვისტოს, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი).
მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეთანი", რუმინეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული
("კარპატი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი", რუსთავი).
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), დავით თარგამაძე ("ოლექსანდრია", უკრაინა), ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), მათე ვაწაძე ("ვოლგა", რუსეთი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი).

ამ ეტაპზე, ქვეყნის უპირველეს გუნდში ერთი სიახლეა: ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ექნება ახალგაზრდა დავით თარგამაძეს, რომელსაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნებს" თბილისური შეკრება არ ექნებათ და გუნდი პოლონეთში შეიკრიბება. თბილისიდან წამსვლელები კი, 8 აგვისტოს გაემგზავრებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბატონო თემურ ქეცბაია, ნუ დაკარგავთ ასათიანს, თორემ მერე დავიწყებტ ვიშ, ვიშს.ასეთი ბევრი მაგალითები აქვს ჩვენს ისტორიას. ჩვენ გვჯერა თქვენი. ქუთაისური მუხტი საჭიროა ნაკრებისთვის, ეს შენც კარგად გესმის.
paata13
18:09 01-08-2011
0
მოგებას გისურვებთ ძმებო!
geosochi
18:37 01-08-2011
0

სიახლეები პოპულარული