ქეცბაიამ პოლონეთთან სათამაშოდ შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი სპარინგ-პარტნიორების, პოლონელთა შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ გაგაცანით, გუშინ კი თემურ ქეცბაიას რჩეულთა სიაც გაირკვა.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი);
მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეთანი", რუმინეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი);
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი",
რუსთავი), დავით თარგამაძე ("ოლექსანდრია", უკრაინა);
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი), მათე ვაწაძე ("ვოლგა", რუსეთი).

როგორც ხედავთ, გამოძახებული არ არის ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც "ქაისერისფორის" შემადგენლობაში ჩატარებული ამხანაგური მატჩისას დაშავდა. დებიუტანტი კი მხოლოდ ერთია - დავით თარგამაძე, რომელიც უკრაინაში წარმატებულ სეზონს ატარებს. გამოძახებულთაგან ნაკრებში ჯერ არ უთამაშია ირაკლი მაისურაძეს, თუმცა ქეცბაიას იგი სახორვატიო გაფართოებულ სიაში ჰყავდა შეყვანილი.

შეგახსენებთ, პოლონეთი-საქართველო 10 აგვისტოს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ee...ee.moica..egre sada.........siradze da gogua rato ar aris ganacxadshi..eg ra pontia....tu avarjisheb she kaco rato ar atamasheb polonettaan.......ra goguas da siradzes dvalishvili jobiaaa....ee qecba shenc kai vigaca xar raaaa
nini_ninia
16:49 02-08-2011
0
სირაძე საჭირო იგროკია ნამდვილად

- ყველა თამაშში გააქვს ან საგოლე პასს აძლევს -
თან გარდა ამისა მაგარი იღბალააა :)

სირაძე დააბრუნეთ ხალხო - დავიჯერო ვაწაძეზე ან დვალიშვილზე კაი ფორმაში არაა ?

ზესტაფონელებიც კაი ფორმაში არიან ჯაბა დვალი რა ტეხნარია გელაშვილიც კაი ბიჭია.

otar
17:45 02-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული