ჯგუფი, რომელშიც უნდა იბრძოლო

AutoSharing Option
მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის წილისყრამ მრავალმხრივი გამოხმაურება გამოიწვია. მაგალითად, ტურნირის მასპინძლის, ხუთგზის ჩემპიონის, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა მანო მენეზეშმა თქვა, რომ უპირველეს ყოვლისა თვალში ულიდერობა ეცა. მენეზეში, რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა ევროპის ზონას გულისხმობდა. მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ "ბებერ კონტინენტზე" ყველა ჯგუფი დაბალანსებულია.

"წილისყრამ დაბალანსებული ჯგუფები მოგვცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ფეხბურთში ბევრი საშუალო დონის გუნდი გამოჩნდა. ადრე ხშირი იყო "სიკვდილის ჯგუფები" ახლა კი ასეთს ვეღარ ნახავთ. ძალები თანაბრად განაწილდა. განსაკუთრებით თანაბარძალოვანი B ჯგუფია, სადაც დანია, ბულგარეთი, ჩეხეთი, სომხეთი და
მალტაა თავმოყრილი.

მინდა გამოვყო I ჯგუფიც, სადაც ესპანეთი და საფრანგეთი მოხვდნენ ერთად. მსოფლიოს ჩემპიონთან დაპირისპირება, რასაკვირველია, ძნელია, მაგრამ ესპანეთსაც კერკეტი კაკალი ერგო საფრანგეთის სახით. მოკლედ ორი მძიმეწონოსანი შეხვდება ერთმანეთს და გამარჯვებული დიდ გამოცდილებას შეიძენს."

I ჯგუფის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ილაპარაკა "ლურჯების" მწვრთნელმა ლორან ბლანმაც. მან თქვა:

"საუკეთესოსთან გაჯიბრება ძალიან ამაღელვებელია. თან, გასაგებია, რატომ ჰქვია ამ გუნდს ჩვენი ჯგუფის ფავორიტი - ის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. ზოგადად ჯგუფზეც ვერ ვიტყვი, რომ ის სუსტია. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ბრძოლაში უნდა მოპოვება. საფრანგეთს პირველობის შანსი, რასაკვირველია აქვს, ოღონდ საამისოდ ჩვენ ლაღად, კომპლექსების გარეშე უნდა ვითამაშოთ".

შეგახსენებთ, რომ I ჯგუფში ესპანეთისა და საფრანგეთის გარდა არიან ბელარუსი, საქართველო და ფინეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული