დასრულებული სამუშაოების მოსანახულებლად იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ვიცე-პრეზიდენტი საშა ჩივაძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სოსო ჭედია და მოედნით კმაყოფილი დარჩნენ.
ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას თხოვნით, საქართველოს ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფას თხოვნით მიმართა - ვინაიდან, ეროვნული სტადიონის მინდვრის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, "ჯვაროსანთა" თავკაცს სურვილი აქვს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვანი საშინაო მატჩი ლატვიის
უეფას თანხმობის შემთხვევაში, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები მოედნებს გაცვლიან - 1 სექტემბერს, ოთარ გაბელიას გუნდი ესპანელებს "ბორის პაიჭაძეზე" მიიღებს, ეროვნული კი ლატვიას - ვაკეში.
სიჭინავას თქმით, არენას შეცვლაზე მეტოქის თანხმობა მიღებულია: "ლატვიის ფედერაციისგან პრინციპული თანხმობა მიღებულია, ახლა უეფას თანხმობა გვჭირდება. ჩვენი თხოვნით, უეფას წარმომადგენლები იქითა კვირას გვესტუმრებიან და სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეამოწმებენ. სტუმრები გაეცნობიან სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს. ჩვენი სურვილია, სტადიონმა მეოთხე კატეგორია მიიღოს და უეფას სპეციალისტების რჩევაც ამიტომ გვჭირდება,
ყველა დეტალი თავიდანვე რომ გავითვალისწინოთ. ჯერ კი სტადიონზე უსაფრთხოებისა და პარკირების საკითხებია მოსაწესრიგებელი. თუმცა უეფასგან დადებითი პასუხის შანსს 80/20-ზე ვაფასებ".
სტადიონზე კი გრძელდება სხვა სარეკონსტრუქციო სამუშაოები - ვაკის არენა სასექტემბრო თამაშებისთვის ემზადება. სამუშაოთა პირველი ეტაპი 1 სექტემბერს მთავრდება. აქვე ვიტყვით, რომ ჟურნალისტების ლოჟა დასავლეთიდან აღმოსავლეთ ტრიბუნაზე გადაინაცვლებს და გადაიხურება, სადაც ასევე განლაგდება ახალი საპრესკონფერენციო დარბაზი და მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან სასაუბროდ ტრიბუნიდან ტრიბუნაზე სირბილი აღარ მოგვიწევს.
"ადრე ამბობდნენ, ჰა ბურთი, ჰა მოედანიო, მაგრამ როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს, არც ბურთი დამხვდა და არც მოედანი. ამიტომ ვაქცევ დიდ ყურადღებას მოედნების დაგებას, იქნებ, ჩემს შემდგომ პრეზიდენტს მაინც დავახვედრო ბურთი და მოედანი. "მიხეილ მესხზე" მეორე სტადიონის მოწესრიგებაც ძალიან წაგვადგება, რადგან პატარა კოხტა სტადიონი სათამაშოდ ჩვენი გუნდებისთვის ზედგამოჭრილი იქნება.
სამუშაოთა მეორე ეტაპი 15 სექტემბრიდან დაიწყება და ცენტრალურ სტადიონზე სკამების გამოცვლასთან ერთად, სათადარიგო სტადიონისა და მოედნის განახლებასაც შევუდგებით. მესამე ეტაპი 2012 წლის იანვარში დაიგეგმა, მოწესრიგდება ვიპზონები, დანერგება ახალი სერვისები, დაიწყება სასტუმროებისა და კომერციული ფართების მშენებლობა - რესტორნების, სპორტბარების, კომპლექსური მაღაზიების" - ამბობს სიჭინავა.
გუშინვე "მიხეილ მესხის" სტადიონზე ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა კლუბ "ჯვაროსნების" აქციაა გაიმართა, რომლის შემდეგაც ფედერაციის პრეზიდენტმა და ფანების ხელმძრვანელებმა მემორანდუმი გააფორმეს.
"მემორანდუმის მიხედვით, ფედერაცია გულშემატკივრებს დაეხმარება ფინანსური და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. მათი რიგებიდან მოვამზადებთ 25 სტიუარდს, რომლებიც სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს გაარკვევენ, სად არის კვების ობიექტები, მედპუნქტი, სველი წერტილები... ეს ევროპაში მიღებული წესია და ახალ ტენდენციებს ფეხი უნდა ავუწყოთ. სხვათა შორის, სტიუარდების მომზადებაში დახმარება უკრაინის ფედერაციის პრეზიდენტს ვთხოვეთ, რათა ამ პროფესიის ათვისების მსურველმა ახალგაზრდებმა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ ემზადებიან მაღალი რანგის მატჩებისთვის, რა კომერციული სტრუქტურებია სტადიონზე... სასურველია, რომ განათლებული ადამიანი მოვიზიდოთ" - გვითხრა სიჭინავამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
პაიჭაძეს რას უპირებთ? იქ როდის უნდა დაიწყოთ გამოცვლა საფარის?