თემურ ქეცბაიამ ანანიძის შემცვლელი არ გამოიძახა, რევიშვილის ნაცვლად კი "ზესტაფონის" მეკარე ზურაბ მამალაძეს უხმო, რომელიც, ჩვენი ჩემპიონატის პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ქართულ კლუბებში მოთამაშე სხვა ფეხბურთელებთან ერთად, პოლონეთში გაფრინდა. შეგახსენებთ, სანაკრებო შეკრება გუშინ პოლონეთშივე დაიწყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა დვალიშვილის ცნობით, ჩვენი ეროვნული ნაკრები ქალაქ ლიუბინის ოთხვარსკვლავიან სასტუმრო "კუბუსში" ცხოვრობს. იქვე ბინადრობს პოლონეთის ეროვნული ნაკრებიც. დვალიშვილისვე ინფორმაციით, ადგილობრივ მედიას სტუმრების მიმართ
დღეს, 9 აგვისტოს ქეცბაია ფეხბურთელებს "ლეგნიკას" სტადიონზე ავარჯიშებს. ათში კი, როცა ჩვენები სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან, "დიალოგ არენაზე" გადაინაცვლებენ და იქ გამართავენ მატჩისწინა ვარჯიშს. როგორც იცით, შეხვედრაც იქვე შედგება.
დანაკლისს ვერც ახალგაზრდული ნაკრები ასცდა. იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ფეხის ტკივილმა შეაწუხა და გუნდის თავკაცმა ოთარ გაბელიამ მისი დასვენება გადაწყვიტა. მჭედლიძის ნაცვლად ნაკრებს არავინ დამატებია.
ახალგაზრდული ნაკრები კიშინიოვში ჩასვლისთანავე მოლდოვის ნაკრების ბაზაზე დაბინავდა და პირველი ვარჯიშიც 8 აგვისტოს, საღამოს იქვე, საწვრთნელი ბაზის მოედანზე გამართა. 10 აგვისტოს გაბელია გუნდს ისევ ბაზაზე ავარჯიშებს.
შეგახსენებთ, პოლონეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩი, ისევე, როგორც მოლდოვისა და ჩვენი ახალგაზრდულის შეხვედრა, ხვალ, 10 აგვისტოს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
------
აშკარად სჯობს.