ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები ხვალინდელი დღისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
საერთაშორისო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები.

ქეცბაია და მისი "ჯვაროსნები" პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში იმყოფებიან. 8 აგვისტოს საღამოს, ეროვნულის მთავარმა მწვრთნელმა, დაახლოებით, 40-წუთიანი ვარჯიში ჩაატარა და ფეხბურთელები მსუბუქად დატვირთა. 9 აგვისტოს დილით კი, გუნდს შეუერთდა მეკარე ზურაბ მამალაძე.

ამ საღამოს, თბილისის დროით 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები "დიალოგ არენაზე" სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სავიზო პრობლემების გამო, გუნდს ვერ შეუერთდნენ ნუკრი რევიშვილი და ჯანო ანანიძე. მსგავსი პრობლემა, ჯერ კიდევ თბილისიდან გამგზავრებამდე შეექმნა რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველ
ირაკლი მაისურაძეს, რომელმაც გუნდთან ერთად წასვლა ვერ შეძლო.

თემურ ქეცბაია მატჩისწინა პრესკონფერენციის ჩატარებას არ გეგმავს. "ჯვაროსანთა" მთავარი მწვრთნელი პოლონური მედიის შეკითხვებს მხოლოდ მატჩის შემდეგ უპასუხებს.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებს, გაბელიას გუნდიც უკვე სრული შემადგენლობითაა. 8 აგვისტოს საღამოს, ახალგაზრდულმაც მსუბუქად ივარჯიშა, რადგან ლეგიონერების დიდი ნაწილი კიშინიოვში ახალი ჩასული იყო და მწვრთნელმა ფეხბურთელები არ გადატვირთა.

ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ეროვნული გუნდების საბოლოო შემადგენლობებს:

ეროვნული ნაკრები
მეკარეები: გიორგი ლორია, ზურაბ მამალაძე
მცველები: კახა კალაძე, უჩა ლობჟანიძე, აკაკი ხუბუტია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გურამ კაშია, გია გრიგალავა, კახაბერ ალადაშვილი
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ლევან კობიაშვილი, დავით კვირკველია, ალექსანდრე გურული, შოთა გრიგალაშვილი
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი, დავით თარგამაძე, მათე ვაწაძე, ოთარ მარცვალაძე

ახალგაზრდული ნაკრები

მეკარეები: თორნიკე ზარქუა, დავით ლეგაშვილი
მცველები: ნიკოლოზ აფაქიძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ლაშა კალანდაძე
ნახევარმცველები: თორნიკე თარხნიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა ძალამიძე, ნიკა კვეკვესკირი, ზაქარია ბეგლარიშვილი, ვალერი ყაზაიშვილი, ირაკლი ხუციძე, გივი იოსელიანი, ჯამბულ ჯიღაური, ლუკა გუგუჩია, ზვიად სიხარულია, დავით კაკულია
თავდამსხმელები: ირაკლი შეყილაძე, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ქობალია

ახალგაზრდული ნაკრების მატჩი მოლდოველთა წინააღმდეგ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ეროვნული ნაკრები კი, პოლონელთა წინააღმდეგ სათამაშოდ 22:30 საათზე გავა. ეროვნული ნაკრების თამაშის პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, სწორედ, ამ დროიდან დაიწყებს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული