თემურ ქეცბაიას განკარგულებაში 19-იღა დარჩა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 10 აგვისტოს 22 საათსა და 30 წუთიდან ლიუბინის "დიალოგ არენაზე" პოლონეთს ამხანაგურად დაუპირისპირდება. თამაშს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირი ეთერით ვიხილავთ.

9 აგვისტოს დილით თემურ ქეცბაიას გუნდს "ზესტაფონის" მეკარე ზურაბ მამალაძე შეუერთდა, საღამოს კი ნაკრებმა "დიალოგ არენაზე" სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

შეგახსენებთ, სავიზო პრობლემების გამო გუნდს ვერ შეუერთდნენ ნუკრი რევიშვილი და ჯანო ანანიძე. ამავე მიზეზით ნაკრებს უფრო ადრე ირაკლი მაისურაძე გამოაკლდა, ალექსანდრე იაშვილი კი სამწვრთნელო შტაბმა "კარლსრუეს" თხოვნით გაათავისუფლა.

ქეცბაია მატჩისწინა პრესკონფერენციის ჩატარებას არ გეგმავს, პოლონური მედიის შეკითხვებს მხოლოდ
მატჩის შემდეგ უპასუხებს.

მის განკარგულებაში დღეისთვის 19 ფეხბურთელია:

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო"), ზურაბ მამალაძე ("ზესტაფონი");
მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("გაზ მეთანი", რუმინეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), კახა ალადაშვილი ("ზესტაფონი");
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, შოთა გრიგალაშვილი (ორივე - "ზესტაფონი"), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), დავით თარგამაძე ("ოლექსანდრია", უკრაინა);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), მათე ვაწაძე ("ვოლგა", რუსეთი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი).

რაც შეეხება პოლონელებს, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ფრანტიშეკ ჟმუდამ ნაკრებში სამი იძულებითი ცვლილება განახორციელა. ლუკაშ პიშჩეკი, მაცეი სადლოკი და მიხალ კუხარჩიკი მაცეი რიბუსმა, იაკუბ რჟეჟნიჩაკმა და ჰუბერტ ვოლაკევიჩმა შეცვალეს.

პოლონეთის ნაკრების სრული სია კი ასეთია:
მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი ("არსენალი", ინგლისი), გჟეგოჟ სანდომიერსკი ("იაგელონია");
მცველები: ტომაშ იოდლოვიცი ("პოლონია"), არკადიუშ გლოვაცკი ("ტრაბზონსფორი", თურქეთი), გჟეგოჟ ვოიტკოვიაკი, ჰუბერტ ვოლაკევიჩი (ორივე - "ლეხი"), იაკუბ ვავრინიაკი, იაკუბ რჟეჟნიჩაკი (ორივე - "ლეგია");
ნახევარმცველები: ადამ მატიშეკი, სლავომირ პეშკო (ორივე - "კიოლნი", გერმანია), დარიუშ დუდკა ("ოსერი", საფრანგეთი), ლუდოვიკ ობრანიაკი ("ლილი", საფრანგეთი), ეუგენ პოლანსკი ("მაინცი", გერმანია), იაკუბ ბლაშიკოვსკი ("დორტმუნდი", გერმანია), ადრიან მეირჟეჩევსკი ("ტრაბზონსფორი", თურქეთი), რაფალ მურავსკი ("ლეხი"), შიმონ პავლოვსკი ("ზაგლებიე"), მაცეი რიბუსი ("ლეგია");
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი ("დორტმუნდი", გერმანია), პაველ ბროჟეკი ("ტრაბზონსფორი", თურქეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული