დღეს, 10 აგვისტოს საღამოს, ლიუბინის "დიალოგ არენაზე" გასამართი პოლონეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩის წინ მეტოქე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, ფრანტიშეც ჟმუდამ და თემურ ქეცბაიამ მცირე კომენტარები გააკეთეს.
მასპინძლების თავკაცმა დაცვაში არსებულ პრობლემებზე დაიჩივლა.
ფრანტიშეც ჟმუდა: ოპტიმალურ შემადგენლობას ვერაფრით მოვუყარე თავი. ყოველთვის ვიღაც გვაკლია და ასეა ახლაც. ცენტრსა და თავდასხმაში არაფერი გვიჭირს, პრობლემები დაცვაში გვაქვს და ეს საიდუმლო არავისთვისაა.
თემურ ქეცბაია: პოლონეთს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს, ნაკრებში მართლა კარგი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი, რომლებიც ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობენ.
ჩვენ ამ შეხვედრას, ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის მატჩების
წინ, რომლებიც ლატვიასა და მალტასთან შემოდგომით გვიწევს, მნიშვნელოვან გამოცდად განვიხილავთ. იმედი მაქვს, კარგი და სასარგებლო თამაში იქნება და რაც მთავარია, ჩემი გუნდის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეში ნახვას შევძლებ. თანაც, ეს მატჩი გვაჩვენებს, რა ფორმაშია გუნდი. მით უმეტეს, რომ მოთამაშეთა უმრავლესობისთვის სეზონი ჯერ კიდევ არ დაწყებულა და ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში არ არის.
მომზადებულია futbolnews.pl-ის მიხედვით