ქეცბაიას გუნდმა პოლონეთთან მარცხი იწვნია

AutoSharing Option
პოლონეთში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მასპინძელთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ 36-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობით გამოვიდნენ:

საქართველო: ლორია, ხუბუტია, კალაძე, ამისულაშვილი, ლობჟანიძე, თარგამაძე, კანკავა, კობიაშვილი, გრიგალაშვილი, მარცვალაძე, დვალიშვილი.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
პოლონეთი: შჩესნი, ვოიტკოვიაკი, იოდლოვიეცი, გლოვაცკი, ვავრჟინიაკი, ბლაშჩიკოვსკი, პოლანსკი, მურავსკი, მიერჩიევსკი, ობრანიაკი, ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: ფრანტიშეკ ჟმუდა.

პოლონეთი – საქართველო 1:0 (1:0)

მსაჯი: ანდრეი შანდორი (უკრაინა).
გოლი: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (36).
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ, ავტორ, კარგით რა, რა შეგირდები? გაბელიაზე რომ დაგეწერათ კი ბატონო ითქმის შეგირდები. ქეცბაის ასაკისანი არიან ლამის კობი და კალაძე. შეგირდები არა და მოსწავლეები :)))
უძლევი
08:20 11-08-2011
0
როგორ მეწყინა ნაკრებმა რომ წააგეს. ჩემი აზრით გრიგალაშვილი და თარგამაძე უნდა დარჩნენ გუნდში :))) ისა და "უძლევი" შეგირდებში ასაკს არ გულისხმობენ ;) :D
reali2
09:01 11-08-2011
0

სიახლეები პოპულარული