თემურ ქეცბაია: ჩვენთვის მთავარი ევრო-2012-ის მატჩებია

AutoSharing Option
პოლონეთის ეროვნულ გუნდთან 10 აგვისტოს გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 0:1 დათმო, ჩვენი გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.

"მართალია დავმარცხდით, მაგრამ გუნდის გარჯით მაინც კმაყოფილი დავრჩი. ბიჭებმა მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ბოლომდე იბრძოლეს.

საერთო ჯამში, ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. რაც მთავარია, გულშემატკივარმა არაერთი საგოლე მომენტი ნახა. სამწუხაროდ, ისინი ჩვენ ვერ გამოვიყენეთ და ამიტომაც დავმარცხდით. ისეკი, პოლონეთს უკეთესი გუნდი რომ ჰყავს, ფაქტია - ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს (იცინის).

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობას კლუბებში სეზონი
ჯერ არ დაუწყია და ეს მათ თამაშზეც აისახა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებია, რომლებიც სექტემბერში უნდა გავმართოთ.

მინდა განსაკუთრებული მადლობა პოლონელ გულშემატკივრებს ვუთხრა, რომლებიც საქართველოს ჰიმნისადმი პატივისცემა გამოხატეს".

მომზადებულია interia.pl-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
წინ საქართველო! აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია!

მიდი თემო, კარგად მოემზადეთ ოფიციალურებისთვის. ბიჭებიც შევლენ ფორმაში, შედეგიც იქნება.
უძლევი
18:09 11-08-2011
0
თემოს ვენდობი და ეხლა გვერდზე დგომა სჩირდება, ეს კარგი გაკვეტილი იკო ბევრი რამე კარგად გამოჩნდა, ბიჩები დაგვემატებიან შევლენ ფორმაში და კველაფერი კარგად იქნება.
zura
15:32 17-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული